კალაძე: შესაძლოა, ბევრ ევროპულ ქვეყანას არ ჰყავდეს ისეთი ძლიერი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, როგორც თბილისს

401

შესაძლოა, ბევრ ევროპულ, ჩვენზე უფრო ძლიერ ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყანას არ ჰყავდეს ისეთი ძლიერი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, როგორც თბილისს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ავტობუსების ტენდერზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს რეფორმა დაწყებულია, რომ გადაადგილება უფრო კომფორტული, უსაფრთხო და სწრაფი იყოს.

,,თბილისს ჰყავს ერთ-ერთი საუკეთესო საზოგადოებრივი ტრანსპორტი. შემიძლია დავიტრაბახო, რომ შესაძლოა ბევრ ევროპულ, ჩვენზე უფრო ძლიერ, ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყანას არ ჰყავდეს ისეთი ძლიერი საზოგადოებრივი ტრანსპორტი როგორც თბილისს. ჩვენი დაპირებაც იყო, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქნებოდა ერთ-ერთი საუკეთესო. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ადამიანებს უფრო მეტი სტიმული მივცეთ გამოიყენონ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, შესაბამისად, ეს რეფორმა წამოწყებულია, რომ გადაადგილება ერთი ადგილიდან მეორეზე იყოს კომფორტული, უსაფრთხო და სწრაფი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.