ხმალაძე: გენგეგმა დედაქალაქის თითოეულ არეალში განსაზღვრავს დაშვებებსა და შეზღუდვებს

489

ეს არის დოკუმენტი, რომელიც თითოეულ არეალში განსაზღვრავს დაშვებებსა და შეზღუდვებს – რა შეიძლება აშენდეს ან არ აშენდეს და სად რა არ შეიძლება აშენდეს, – გენერალური გეგმის დოკუმენტის მნიშვნელობასა და მიზნებზე დედაქალაქის ვიცემერმა, ირაკლი ხმალაძემ გადაცემა „დედაქალაქში“ ისაუბრა.

„რამდენად სწორად განვითარდება ქალაქი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწორი დოკუმენტი გაქვს დამტკიცებული. ერთი მხრივ, გენერალური გეგმა შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ცალკეული ეკონომიკური პროექტებისთვის არის შემაკავებელი დოკუმენტი. მაგალითად, კონკრეტულ ბიზნეს პროექტს ურჩევნია აშენდეს მრავალსართულიანი კორპუსი, მაგრამ ამას არ უშვებდეს გენერალური გეგმა. ამ ნაწილში ვაკავებთ ეკონომიკურ პროექტს, მაგრამ საერთო ჯამში, ქმნის ეკონომიკურ ღირებულებებს. კერძოდ, სწორად დაგეგმარებულ იქმნება უფრო მაღალი ღირებულების აქტივი. თქვენ თუ გადაწყვეტთ ბინის ყიდვას, აუცილებლად ნახავთ რამდენად არის ხელმისაწვდომი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, არის თუ არა რეკრეაცია და რამდენად გაქვთ ლამაზი ხედი. სწორად დაგეგმარებულ უბნებში იქმნება იქმნება უფრო მარალი ღირებულების ქონება. შესაბამისად ამ ნაწილში თუ შევხედავთ, გენერალური გეგმა არის საკმაოდ მნიშვნელოვანი დოკუმენტი იმიტომ, რომ ის ქმნის მაღალ ეკონომიკურ ღირებულებებს. შესაბამისად ჩვენ როდესაც გავაკეთეთ გავაკეთეთ პრეზენტაცია 4 წლის წინ, პირველი ვთქვით, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ და დავამტკიცოთ ქალაქის განვითარების სწორი გეგმა. ეს გავაკეთეთ. დაგვჭირდა 1.5 წელიწადი მუშაობა, მაგრამ 2019 წლის გაზაფხულზე გენერალური გეგმა დავამტკიცეთ. ახლა მთავარია ეს გეგმა შესრულდეს. ეს არის 10 წლიანი დოკუმენტი. 10 წელიწადში ისევ მოუწევს ქალაქს ახალი გეგმის დამტკიცება“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.