ფოთში, 11 საჯარო სკოლიდან 7 სკოლაში დისტანციური სწავლება 31 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
საგანმანათლებლო რესურს ცენტრის დირექტორის, გოჩა ქორქიას ინფორმაციით, სამ სკოლაში კორონავირუსით ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, ხოლო 4 სკოლაში მშობლების 60%-ზე მეტმა, დირექციას ონლაინ სწავლების მოთხოვნით მიმართა.
,,სკოლების გარკვეული ნაწილი დისტანციურ სწავლებაზე იქნება 31 მაისის ჩათვლით. ესენია: პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეთერთმეტე და მეთხუთმეტე სკოლები. აქედან პირველ, მეორე, მესამე სკოლებში გვაქვს კორონავირუსის შედარებით ბევრი შემთხვევა და ჯანდაცვის ადგილობრივი ორგანიზაციის რეკომენდაციით მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. 4 სკოლაში მშობელთა 60 %-ზე მეტმა განცხადებით მიმართა დირექციას, რომ მათ შვილებს დისტანციური სწავლება გაუხანგრძლივონ. დანარჩენი ოთხი სკოლა კი გააგრძელებს დასწრებით სწავლებას. 31 მაისის შემდეგ, რა სურათიც იქნება იმის მიხედვით ვიმოქმედებთ”, – განუცხადა ჟურნალისტებს გოჩა ქორქიამ.