საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, კანადაში ნიაგარას ჩანჩქერი საქართველოს დროშის ფერებში განათდება. ამის შესახებ ინფორმაციას კანადაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საელჩომ კანადელ პარტნიორებთან ერთად დაგეგმა რამდენიმე ღონისძიება, რომელიც კანადაში საქართველოს ეროვნული დღის ღირსეულად აღნიშვნის საშუალებას მოგვცემს. 25 მაისს საქართველოს დროშის აღმართვის ცერემონია პირველად გაიმართება კანადის ყველაზე დიდ ქალაქში - ტორონტოში. დროშა ტორონტოს მერიის თავზე აიწევა.
„კანადაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და შემზღუდავი ზომების...
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, არსებობს მოლოდინი იმისა, რომ წელს ქვეყანაში ფრენების 50% აღდგება, რაც იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ წელს ტურიზმის სექტორი გაცილებით სწრაფად ამუშავდება.
„დღეის მონაცემებით, ზაფხულის პერიოდისთვის ჩვენ 350-ზე მეტი ყოველკვირეული ფრენის განაცხადი და მოლოდინი გვაქვს, რაც დადასტურებულია სხვადასხვა ავიაკოპანიიდან. 2019 წელს, როდესაც ტურისტების რეკორდული რაოდენობა იყო, ზაფხულის პიკის სეზონზე კვირაში დაახლოებით 800 ფრენა იყო. მოლოდინი გვაქვს,...
შემდეგი სტატია
ვტოვებ "ქართულ ოცნებას" და პოლიტიკურ ბრძოლას გავაგრძელებ გიორგი გახარიას გუნდთან ერთად,- ამის შესახებ ბათუმის საკრებულოს "ქართული ოცნების" წევრმა დიმიტრი ჭეიშვილმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" განაცხადა.
მისი თქმით, მიუღებელია პოლიტიკური დევნა საჯარო სამსახურებში, სადაც მოქალაქეებს ათავისუფლებენ.
„სააკაშვილის რეჟიმის დროს სრულიად უსამართლოდ ვიყავი პოლიტიკურ პატიმრობაში. 2012 წლის 1 ოქტომბერი ქართველი ხალხის არჩევანი იყო, ერთგვარი საშუალება თავისუფლების მოპოვების და არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ უამრავი...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, არ არის გამორიცხული აგვისტოს ბოლოს კვლავ დაიწყოს კორონავირუსისი შემთხვევების მატება, ახალი მუტირებული შტამების ხარჯზე.
ამირან გამყრელიძეს აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტმა ჰკითხა, მოხსნილი შეზღუდვების ფონზე რამდენად მოსალოდნელია ისევ განმეორდეს გასული წლის ზაფხულის მაჩვენებელი.
„ თითქმის ყველა ქვეყანაში მსუბუქდება შეზღუდვები. ასეთ დროს, მეტი ყურადღება და რეკომენდაციების მეტად დაცვაა საჭირო. პირველ რიგში, ესაა პირბადე, დისტანცია, დიდი თავშეყრებისგან თავის არიდება და რაც შეიძლება,...
წყალტუბოში საბჭოთა დროს აშენებულ საკურორტო დანიშნულების ობიექტებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
სტატუსის მატარებელი იქნება ხუთი სანატორიუმი: "ივერია", "გელათი", "იმერეთი", "მედეა" და "მეტალურგი".
ასევე, კულტურულ მემკვიდრეობას უკვე წარმოადგენს წყალტუბოს №6 წყაროს შენობა, №8 აბაზანა და რკინიგზის შენობა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, დიდი სამამულო ომის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში მონაწილე შშმ ვეტერანები ბორჯომის მერიისგან ფულად თანხას მიიღებენ.
31 ბენეფიციარი მერიისგან ფულად თანხას, 100 ლარის ოდენობით მიიღებს. ჯამში 3 100 ლარი გაიცემა.
"მერიის მიზანია დიდი სამამულო ომის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში მონაწილე შშმ ვეტერანების მხარდაჭერა და ქვეყნის წინაშე მათი ღვაწლის ხაზგასმა", განმარტავენ მერიაში.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში უსინათლო მოქალაქეებისათვის გამცილებლის სერვისის შემოღება იგეგმება. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
2021 წლის 4 მარტს რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძემ განაცხადა, რომ სერვისის მიღებისათვის სამუშაო პროცესი უკვე დაწყებული იყო.
მარნეულის მერის მოადგილის განცხადებიდან, დაახლოებით, ორი თვე გავიდა, მაგრამ მუნიციპალიტეტში გამცილებლის სერვისი ჯერ კიდევ არ ამოქმედებულა.
24 მაისს, მარნეულის მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა...
გორი-კასპის მაჟორიტარი დეპუტატი, გიროგი ხოჯევანიშვილი "ქართულ ოცნებას" მიმართავს და ურჩევს, სიმშვიდე შეინარჩუნონ და ნერვიულობის გარეშე შეხვდნენ გიორგი გახარიას გუნდის პოლიტიკურ აქტიურობას.
მისი განცხადებით, მმართველი გუნდის მხრიდან ყოფილი პრემიერის მისამართით, არაერთი კრიტიკული განცხადება ისმის, რასაც მაჟორიტარი მათი გუნდის პოლიტიკურ კინკლაობაში ჩათრევად აფასებს.
"მე მათ მოვუწოდებდი სიმშვიდით და ნერვიულობის გარეშე მიიღონ ის რეალობა, რაც ქართული საზოგადოების წინაშე იქნება გიორგი გახარიას პოლიტიკური აქტიურობის თვალსაზრისით და ამას ჩვენი საზოგადოება მალე...
1 ივნისიდან სახმელეთო საზღვრები იხსნება. ეს გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღეს მიიღო.
“საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება სახმელეთო საზღვრების გახსნის შესახებ, რაც ამოქმედდება 1 ივნისიდან. სახმელეთო საზღვრები გაიხსნება და საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით, ასევე PSR უარყოფითი ტესტის პასუხით, ან მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული PSR ტესტის უარყოფითი პასუხით, ამ შემთხვევაში პირები, რომლებიც საქართველოში შემოვლენ ვალდებულნი იქნებიან მომდევნო...
კახეთში სახელმწიფო რწმუნებულს კიდევ ერთი ახალი მოადგილე ჰყავს.
ირაკლი შიოშვილმა ვაკანტურ თანამდებობაზე, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს “ფრაქცია- ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე, ლევან ლილუაშვილი დანიშნა.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსის, ტარიელ გალახვარიძის განმარტებით, თვითმმართველობის ორგანოში, ახალი წევრი ” ქართული ოცნების” პარტიული სიიდან შევა, თუმცა შესაძლოა, ის ფრაქციაში არ გაწევრიანდეს.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა, სადაც საკადრო გადაადგილებაზე ინფორმაციას, დეპუტატები ცნობად მიიღებენ, 31 მაისს ჩატარდება....
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ბიოსფერული რეზერვატის შექმნის პროექტს ახორციელებს.
ბიოსფერული რეზერვატი მოდელური რეგიონია, რომელიც ხელს უწყობს რეგიონულ განვითარებას, მდგრადი სოფლის მეურნეობის წარმოებასა და ეკოტურიზმის პოპულარიზაციას.
ბიომრავალფეროვნების დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა და დედოფლისწყაროს მერმა, ნიკოლ ჯანიაშვილმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ბიოსფერული რეზერვატის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი და ფრინველებზე დაკვირვების კოშკურა გახსნეს. პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია სხვადასხვა სარეკრეაციო სივრცის მოწყობა...
გვსურს, ვიხილოთ, როგორ მუშაობს ამომრჩევლის მიერ არჩეული ყველა პოლიტიკური პარტია ერთად პარლამენტში, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.
ელჩის თქმით, იმედს არ კარგავენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ასევე შეუერთდება საკუთარ დეპუტატ კოლეგებს პარლამენტში.
„ძალიან კარგი სამუშაოა შესრულებული მათ მიერ, ვინც ხელი მოაწერა 19 აპრილის შეთანხმებას და შევიდა პარლამენტში, ძალიან მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმის კანონპროექტის ინიცირება მოახდინა, ერთად მუშაობენ სხვა მნიშვნელოვან საკანონმდებლო...
ჩემი იმედი და რწმენაა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მიიღებენ გადაწყვეტილებას, შეუერთდნენ დანარჩენებს, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია ,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა, რითაც მან უპასუხა შეკითხვას, თუ რას ფიქრობდა იმასთან დაკავშირებით, რომ „ერთიან ნაციონალური მოძრაობას“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია.
„ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის შეერთება ასევე დაეხმარება სხვებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს შეთანხმებას და გახდება იმ სამუშაოს...
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მიიჩნევს, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი რამდენიმე ცვლილება ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილი პოლიტიკური შეთანხმების მიზნებს სრულად არ შეესაბამება და გადახედვას საჭიროებს.
არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს პარტიებს, კიდევ ერთხელ გადახედონ აღნიშნულ ცვლილებებს და ისინი პოლიტიკური შეთანხმების სულისკვეთებას მაქსიმალურად შეუსაბამონ.
„22 მაისს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებს, რომელთა დიდი ნაწილი პარტიების მიერ ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილ პოლიტიკურ შეთანხმებაში იყო...
საარჩევნო რეფორმის ფარგლებში მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით გავა.
მხარეებს შორის კვლავ რჩება სადისკუსიო საკითხები. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ რეფორმა რევოლუციურია. ის რეგულაციების გაუმჯობესებისა და არჩევნების უფრო სამართლიან გარემოში ჩატარების საშუალებას იძლევა.
ოპოზიციური პარტიებისა და „ქართული ოცნების“ მიერ ერთობლივად შემუშავებული საარჩევნო რეფორმის პროექტი ვენეციის კომისიას გადაეგზავნა. მასზე დასკვნას ივნისში ელოდებიან. კომისიის რეკომენდაციების შემდეგ, პარლამენტი საკითხს პლენარულ სხდომაზე...
პოლიციამ COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 032 ფაქტი გამოავლინა
სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 032 ფაქტი გამოვლინდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 67 პირი დააჯარიმა.
დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 23 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, პირბადის ტარების წესის დარღვევის...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































