გვსურს, ვიხილოთ, როგორ მუშაობს ამომრჩევლის მიერ არჩეული ყველა პოლიტიკური პარტია ერთად პარლამენტში, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.
ელჩის თქმით, იმედს არ კარგავენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ასევე შეუერთდება საკუთარ დეპუტატ კოლეგებს პარლამენტში.
„ძალიან კარგი სამუშაოა შესრულებული მათ მიერ, ვინც ხელი მოაწერა 19 აპრილის შეთანხმებას და შევიდა პარლამენტში, ძალიან მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმის კანონპროექტის ინიცირება მოახდინა, ერთად მუშაობენ სხვა მნიშვნელოვან საკანონმდებლო ინიციატივებზე. ეს არის ის, თუ როგორ უნდა მუშაობდეს პარლამენტი და ჩვენ იმედს არ ვკარგავთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მალე ასევე შეუერთდება საკუთარ დეპუტატ კოლეგებს პარლამენტში – ერთად იმუშავებენ იმ მნიშვნელოვან გამოწვევებთან გასამკლავებლად, რის წინაშეც საქართველო დგას “, – განაცხადა კელი დეგნანმა.