გამყრელიძე: არ არის გამორიცხული აგვისტოს ბოლოს ისევ დაიწყოს შემთხვევების ზრდა

429

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, არ არის გამორიცხული აგვისტოს ბოლოს კვლავ დაიწყოს კორონავირუსისი შემთხვევების მატება, ახალი მუტირებული შტამების ხარჯზე.

ამირან გამყრელიძეს აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტმა ჰკითხა, მოხსნილი შეზღუდვების ფონზე რამდენად მოსალოდნელია ისევ განმეორდეს გასული წლის ზაფხულის მაჩვენებელი.

„ თითქმის ყველა ქვეყანაში მსუბუქდება შეზღუდვები. ასეთ დროს, მეტი ყურადღება და რეკომენდაციების მეტად დაცვაა საჭირო. პირველ რიგში, ესაა პირბადე, დისტანცია, დიდი თავშეყრებისგან თავის არიდება და რაც შეიძლება, მეტი აცრა. ე.წ. „ოქროს შუალედი“ სწორედ ამ პროცესებს შორის უნდა დავიჭიროთ“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, გლობალური პროგნოზით ამ ეტაპზე შემთხვევები შემცირდება, როგოც ევროპაში, ასევე მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც.