ჰარცელი: იმედი მაქვს და მწამს, რომ „ნაციონალური მოძრაობის” წევრები მიიღებენ გადაწყვეტილებას, შეუერთდნენ დანარჩენებს პარლამენტში

825
ევროკავშირის ელჩი

ჩემი იმედი და რწმენაა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მიიღებენ გადაწყვეტილებას, შეუერთდნენ დანარჩენებს, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია ,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა, რითაც მან უპასუხა შეკითხვას, თუ რას ფიქრობდა იმასთან დაკავშირებით, რომ „ერთიან ნაციონალური მოძრაობას“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია.

„ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის შეერთება ასევე დაეხმარება სხვებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს შეთანხმებას და გახდება იმ სამუშაოს ნაწილი, რაც შესასრულებელია, მათ შორის სასამართლო რეფორმის, საარჩევნო რეფორმის და სხვა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო საკითხებზე, რაზე მუშაობაც ამ პარლამენტს მოუწევს საქართველოს საკეთილდღეოდ“, – განაცხადა ჰარცელმა.