საარჩევნო რეფორმის ფარგლებში მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით გავა.
მხარეებს შორის კვლავ რჩება სადისკუსიო საკითხები. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ რეფორმა რევოლუციურია. ის რეგულაციების გაუმჯობესებისა და არჩევნების უფრო სამართლიან გარემოში ჩატარების საშუალებას იძლევა.
ოპოზიციური პარტიებისა და „ქართული ოცნების“ მიერ ერთობლივად შემუშავებული საარჩევნო რეფორმის პროექტი ვენეციის კომისიას გადაეგზავნა. მასზე დასკვნას ივნისში ელოდებიან. კომისიის რეკომენდაციების შემდეგ, პარლამენტი საკითხს პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილავს.