ხოჯევანიშვილი: „ოცნებას“ მოვუწოდებ სიმშვიდით შეხვდნენ გახარიას გუნდის აქტიურობას

508

გორი-კასპის მაჟორიტარი დეპუტატი, გიროგი ხოჯევანიშვილი “ქართულ ოცნებას” მიმართავს და ურჩევს, სიმშვიდე შეინარჩუნონ და ნერვიულობის გარეშე შეხვდნენ გიორგი გახარიას გუნდის პოლიტიკურ აქტიურობას.

მისი განცხადებით, მმართველი გუნდის მხრიდან ყოფილი პრემიერის მისამართით, არაერთი კრიტიკული განცხადება ისმის, რასაც მაჟორიტარი მათი გუნდის პოლიტიკურ კინკლაობაში ჩათრევად აფასებს.

“მე მათ მოვუწოდებდი სიმშვიდით და ნერვიულობის გარეშე მიიღონ ის რეალობა, რაც ქართული საზოგადოების წინაშე იქნება გიორგი გახარიას პოლიტიკური აქტიურობის თვალსაზრისით და ამას ჩვენი საზოგადოება მალე შეაფასებს არჩევნებზე. ასეთ არასერიოზულ კინკლაობაში ჩვენ შესვლას არ ვაპირებთ. პირველი რიგში იმიტომ, რომ ეს არ არის საზოგადოების დაკვეთა. საზოგადოებას უნდა საქმის გაკეთება, ამაზე საუბარი და არა მსგავს კინკლაობაზე კომენტარების კეთება. ამ კინკლაობაში შეთრევას ცდილობენ იმიტომ, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და აქცენტი იყოს არა საქმის კეთებაზე, არამედ, აბსურდულ კინკლაობაზე პასუხების გაცემაზე. რა თქმა უნდა, გახარიასი ეშინიათ, ამაზე კითხვა არავის აქვს”,– აღნიშნა ხოჯევნიშვილმა.

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყოფილმა პრემიერმინსიტრმა, გიორგი გახარიამ საკუთარ გუნდს „ზურგში დანა დაარტყა, რაც მძიმე ნაბიჯი იყო მისი მხრიდან“. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, გიორგი გახარიამ 17-18 თებერვალს „ფართო გაგებით მოიტყუა“.