კახეთში სახელმწიფო რწმუნებულს კიდევ ერთი ახალი მოადგილე ჰყავს.
ირაკლი შიოშვილმა ვაკანტურ თანამდებობაზე, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს “ფრაქცია- ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე, ლევან ლილუაშვილი დანიშნა.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსის, ტარიელ გალახვარიძის განმარტებით, თვითმმართველობის ორგანოში, ახალი წევრი ” ქართული ოცნების” პარტიული სიიდან შევა, თუმცა შესაძლოა, ის ფრაქციაში არ გაწევრიანდეს.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა, სადაც საკადრო გადაადგილებაზე ინფორმაციას, დეპუტატები ცნობად მიიღებენ, 31 მაისს ჩატარდება. ლევან ლილუაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს ” თავმჯდომარე 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გახდა.
2014- 2017 წლებში, მას ქალაქ თელავის არჩეული მერის მოადგილის პოსტი ეკავა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ
კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი შიოშვილმა ახალი პირველი მოადგილე, პლატონ კალმახელიძე დანიშნა.