საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, დიდი სამამულო ომის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში მონაწილე შშმ ვეტერანები ბორჯომის მერიისგან ფულად თანხას მიიღებენ.
31 ბენეფიციარი მერიისგან ფულად თანხას, 100 ლარის ოდენობით მიიღებს. ჯამში 3 100 ლარი გაიცემა.
“მერიის მიზანია დიდი სამამულო ომის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში მონაწილე შშმ ვეტერანების მხარდაჭერა და ქვეყნის წინაშე მათი ღვაწლის ხაზგასმა”, განმარტავენ მერიაში.