1 ივნისიდან სახმელეთო საზღვრები იხსნება. ეს გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღეს მიიღო.
“საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება სახმელეთო საზღვრების გახსნის შესახებ, რაც ამოქმედდება 1 ივნისიდან. სახმელეთო საზღვრები გაიხსნება და საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით, ასევე PSR უარყოფითი ტესტის პასუხით, ან მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული PSR ტესტის უარყოფითი პასუხით, ამ შემთხვევაში პირები, რომლებიც საქართველოში შემოვლენ ვალდებულნი იქნებიან მომდევნო 72 საათის განმავლობაში განმეორებით ცაიტარონ PSR ტესტი”, – თქვა გიორგი ღიბრაძემ.
1 ივნისიდან კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირას მოქმედი შეზღუდვაც სრულად მოიხსნა. შესაბამისად, კვების ობიექტებს საშუალება ექნებათ, სტუმრები დახურულ სივრცეშიც მიიღონ.
საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, ძალაში რჩება კომენდანტის საათი ბოლო გადაწყვეტილებით, კომენდანტის საათმა მხოლოდ 23:00 საათზე გადაიწია.