ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, არსებობს მოლოდინი იმისა, რომ წელს ქვეყანაში ფრენების 50% აღდგება, რაც იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ წელს ტურიზმის სექტორი გაცილებით სწრაფად ამუშავდება.
„დღეის მონაცემებით, ზაფხულის პერიოდისთვის ჩვენ 350-ზე მეტი ყოველკვირეული ფრენის განაცხადი და მოლოდინი გვაქვს, რაც დადასტურებულია სხვადასხვა ავიაკოპანიიდან. 2019 წელს, როდესაც ტურისტების რეკორდული რაოდენობა იყო, ზაფხულის პიკის სეზონზე კვირაში დაახლოებით 800 ფრენა იყო. მოლოდინი გვაქვს, რომ ფრენების 50%, რომელიც ემსახურება, როგორც ჩვენს მოქლაქეებს, ისე ტურისტების ჩამოყვანას, აღდგება. ეს გვაძლევს იმის ვარაუდის საფუძველს, რომ ტურიზმი წელს იმაზე გაცილებთ სწრაფად აღდგება, ვიდრე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების კონსერვატიული მოლოდინები იყო წლის დასაწყისში. რა თქმა უნდა, ეს პირველ რიგში, ეკონომიკაზე აისახება, იმიტომ, რომ ტურიზმი არის თავისთავად დიდი დარგი, ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის 8%. 2019 წლის ჩათვლით ასეთი სტატისტიკა იყო, მაგრამ ეს არის ასევე დარგი, რომელსაც ასევე დიდი ეფექტი აქვს სხვა მოსაზღვრე დარგებისთვის. ანუ ტურიზმი ამუშავებს, როგორც ვაჭრობას, ისე ტრანსპორტის სექტორს. სოფლის მეურნეობას, წარმოებას და მოლოდინი გვაქვს, რომ წელს ძალიან დადებითი დინამიკა იქნება. მთლიანობაში საზღვარი გახსნილია 50 ქვეყნისთვის, ამას დაემატება კონკრეტული ჩამონათვალი და 55 ქვეყნამდე იქნება რაოდენობა, საიდანაც ჩვენ უარყოფითი PCR ტესტით ვუშვებთ ვიზიტორებს, როგორც საჰაერო, ისე ახალა უკვე სახმელეთო საზღვრებზე. გარდა ამისა, ვუშვებთ ნებისმიერი ქვეყნიდან სრული ვაქცინაციის კურსგატარებულ ვიზიტორებს და ხედავთ, რომ ქუჩებში გამოჩნდნენ ტურისტული ჯგუფები“, – აცხადებს თურნავა.