წინა სტატია კანადაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ფარგლებში, 26 მაისს კანადის ყველაზე ცნობილი და პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობა - ნიაგარის ჩანჩქერი პირველად ქართული დროშის ფერებში განათდა. ამის ამსახველ ვიდეოს კანადაში საქართველოს საელჩო ავრცელებს. ჩანჩქერი საქართველოს დროშის ფერებში 15 წუთი იყო განათებული, რა დროსაც შესრულდა საქართველოსა და კანადის სახელმწიფო ჰიმნები, ქართული ხალხური სიმღერები და საგალობლები: „კახური მრავალჟამიერი“, „შენ ხარ ვენახი“ და „ჩაკრულო“.
სემეკი „თბილისი ენერჯის“ სამომხმარებლო ტარიფის კორექტირებაზე იმსჯელებს,- ნათქვამია სემეკი-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) 27 მაისის საჯარო სხდომაზე იმსჯელებს შპს „თბილისი ენერჯისთვის“ დადგენილი სამომხმარებლო ტარიფის კორექტირებაზე. საჯარო სხდომა დაიწყება 12:00 საათზე. პანდემიის პრევენციის მიზნით განსახორციელებელი რეგულაციების ფარგლებში, სემეკი სთავაზობს დაინტერესებულ პირებს სხდომაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციურად, შესაბამისი პროგრამის საშუალებით, რომლითაც პირდაპირ რეჟიმში შეეძლებათ სხდომაზე განსახილველი საკითხის...
სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 968 ფაქტი გამოვლინდა. შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 61 პირი დააჯარიმა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 23 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე,...
შიდა ქართლის მოსახლეობას რეაბილიტირებული ტაშისკარის სარწყავი სისტემა მოემსახურება. "შპს „საქართველოს მელიორაცია“ 2021 წლის სარწყავ სეზონს მომზადებული ხვდება. შიდა ქართლის მოსახლეობას რეაბილიტირებული ტაშისკარის სარწყავი სისტემა მოემსახურება. აღდგენილ სისტემაში წყალი გაეშვა. საქართველოს მელიორაციამ ხაშურის მუნიციპალიტეტში ტაშისკარის სარწყავი სისტემის რებილიტაცია განახორციელა. პროექტის ფარგლებში არხის მნიშვნელოვანი ნაწილი რკინაბეტონით მოპირკეთდა, დანალექი გრუნტისგან გაიწმინდა სოფელ ქვიშხეთში, ტეზერსა და ბეკამში არსებული წყლის გამტარი მილები, მოეწყო სხვადასხვა ტიპის ჰიდროტექნიკური ნაგებობები,...
გორის მუნიციპალიტეტის მერია 1978 წელს გამოშვებულ ავტომობილს ვაზ 2121 ელექტრონულ აუქციონზე გაყიდის. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.  აღნიშნული ინფორმაცია მერიის პრივატიზაციის გეგმის დოკუმენტიდან ირკვევა. უწყებამ მანქანის საწყის ფასად 747 ლარი დაასახელა. გარდა ამისა მერია "ბოგდანის" მარკის 6 ავტობუსსაც გაყიდის, რომლის საწყისი ფასი 8 000 ლარია. მერია ჯამში 20 მანქანას ასხვისებს, რომელთა ჯამური ღირებულება 104 347 ლარია.
გორის მუნიციპალიტეტის 5 საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესის დაწყება სავარაუდოდ ახალი სასწავლო წლისთვის იქნება შესაძლებელი. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრაში სააღმზრდელო დაწესებულებას სრული რეაბილიტაცია უტარდება. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება, რაზეც 1 მილიონ ლარამდე იხარჯება. მასთან ერთად მოეწყობა ეზო, სათამაშო მოედანი და შენობის მიმდებარედ არსებული შიდა გზები. საბავშო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მამუკა საღარეიშვილი გაეცნო. მისი თქმით, სკრის...
video
ვინ იმგზავრებს უფასოდ ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტით, ორ დღეში გახდება ცნობილი. მერიამ შესაბამისი პროექტი საკრებულოს უკვე წარუდგინა. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს. დოკუმენტის დამტკიცების შემთხვევაში,  გადაწყვეტილება გავრცელდება ყველა იმ პირზე, ვინც ამ დრომდე საქალაქო ავტობუსებით შეღავათიან ფასად – 15 თეთრად მგზავრობდა. მიმდინარე წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული „მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის სუბსიდირების“ ქვეპროგრამის შესაბამისად, უფასო ტარიფით, დაახლოებით 32 ათასი მოქალაქე ისარგებლებს. ცნობისთვის, ბათუმში, მუნიციპალური ავტობუსებით მგზავრობის ფასი...
video
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ მოტყუებული კიდევ ორი სოფელი აჭარაში. მახოსა და სიმონეთში მცხოვრებლები ბუნებრივი აირის მიწოდებას წლებია უშედეგოდ ითხოვენ. სოფლებში ქსელის მოწყობა უკვე დასრულებულია, თუმცა ოჯახების გამრიცხველიანება და აირის მიწოდება გაურკვეველი მიზეზით ამ დრომდე არ მომხდარა. ოპოზიცია კორუფციასა უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებზე საუბრობს. ყველა უწყება პასუხისმგებლობას გაურბის, ამ დროს კი ხალხს გაძვირებული ცხოვრების ფონზე კერძების მომზადება თხევადი აირის ხარჯზე უწევთ,...
პარლამენტი დაჩქარებული წესით იწყებს საკანონმდებლო ცვლილებების განხილვას, რომლის საფუძველზეც პარლამენტში შესული ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის რეგლამენტში სპეციალური ცვლილებები შედის. კანონპროექტს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 27 მაისის სხდომაზე განიხილავს და სავარაუდოდ, მიმდინარე კვირას, პირველი მოსმენით, პლენარულ სხდომაზე გავა. რეგლამენტის პროექტით დგინდება, რომ საპარლამენტო ფრაქციაში გაწევრიანების მსურველ პარლამენტის იმ წევრს, რომელიც შესაბამის საარჩევნო სიაში შეყვანილ იქნა როგორც “უპარტიო“ ან რომელმაც დატოვა პარლამენტის არჩევნებში მის წარმდგენ...
გორში, სამეფო ქუჩაზე არსებულ სკვერში, 9 აპრილისადმი მიძღვნილი კომპოზიცია მოეწყობა. მერიამ ტენდერი გამოაცხადა, რომლის სავარაუდო ღირებულება 34 000 ლარია. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. "პროექტის მიხედვით ძირითადი მასალა ლითონია. მონოლითური ბეტონის საძირკვლზე დაფუძნებული ლითონის მსუბუქი კონსტრუქცია, რომელიც დაფარულია ლითონის ფურცლებით. სწორედ ეს სიმსუბუქე იძლევა შესაძლებლობას მივიღოთ საჭირო ფორმები. ამასთან შესაძლებელს ხდის მშენებლობის დროის მინიმალიზაციას და მშენებლობა შემოიფარგლოს საორიენტაციო ფინანსური რესურსით", -...
2021-2022 სასწავლო–სააღმზრდელო წლისთვის გორის მუნიციპალიტეტის ბაგა–ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია დაიწყება 20 ივლისს. მიმდინარე სასწავლო-სააღმზრდელო წელი კი 2021 წლის 24 ივლისს შეწყდება. საბავშვო ბაღების გაერთიანების ადმინისტრაციის ცნობით, დეტალურ ინფორმაციას რეგისტრაციის დაწყებამდე 1 თვით ადრე გამოვაქვეყნებთ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარის სამარღიოს უბანში მისასვლელი გზის მშენებლობის და წყალმომარაგების სისტემის მოწყობის მოთხოვნით ხელისუფლებას განცხადებებით მიმართეს. ამის შესახებ ლაივპრესი წერს. გამოცემის ცნობით, მათ მიერ გამოქვეყნებული რეპორტაჟის შემდეგ, სადაც გზის და წყალმომარაგების სისტემის არქონაზე იყო საუბარი, სამარღიოს უბნის მცხოვრებლებს ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" და სახალხო დამცველის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთან" მოქმედი სამოქალაქო საბჭოს წევრები ადგილზე შეხვდნენ სოფლის მკვიდრთ და...
საქართველოს მთავრობას მის საკუთრებაში არსებული ათასობით ტონა ღვინის გაყიდვა უჭირს - ამის შესახებ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდიდან ირკვევა. 18 მაისს ჩაიშალა 72 აუქციონი, რომლითაც 13.8 მილიონ ლარად 1.39 მილიონი ლიტრი ღვინო, მათ შორის 196 ათასი ლიტრი ხვანჭკარა, 553 ათასი ლიტრი ალექსანდრეულ-მუჯურეთული და 471 ათასი ლიტრი ცოლიკაური იყიდებოდა. აუქციონებზე ასევე გამოტანილი იყო 43.3 მილიონი ლარის ღირებულების საკონიაკე სპირტიც, საიდანაც...
„ტყითსარგებლობის ახალი წესის მიხედვით“, მოსახლეობას ტყეში შეშის მოჭრის უფლება შეეზღუდება. სად შეიძენენ ადგილობრივები საშეშე მერქანს და რა ეღირება ერთი კუბური მეტრი. ამის შესახებ სტატიას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. ბიომრავალფეროვნების და სატყეო დეპარტამენტის უფროსის, კარლო ამირგულაშვილის თქმით, ახალი რეგულაცია 2023 წლიდან ამოქმედდება, შედეგად მოქალაქეები ტყეში შეშას ვეღარ მოჭრიან, მათ შესაძლებლობა ექნებათ ე.წ საქმიან ეზოში მივიდნენ და საშეშე მერქანი ხელმისაწვდომ ფასად შეიძინონ. „მოსახლეობა 2023 წლამდე, როგორც...
დღეს, 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს ქუთაისში მასშტაბური ღონისძიებები არ გაიმართება.  წელს, ისევე როგორც შარშან, არ მოეწყობა საბრძოლო ტექნიკის გამოფენა. ქუთაისის მერიაში ამ გადაწყვეტილებას კოვიდპანდემიას უაკავშირებენ. ჩატარდება მხოლოდ ორი ღონისძიება, - გაიხსნება მერაბ კოსტავას სკვერი და მოეწყობა გამოფენა. მაია ბატკუაშვილის პერსონალური გამოფენა 26 მაისს, 14:00 საათზე გაიმართება. დამთვალიერებლებს მისვლა დ. კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეაში შეეძლებათ. რაც შეეხება სკვერს, სამუშაოები სარეაბილიტაციო სამუშაოებს...
გელათის ტაძარში მაღალი ტენიანობა ისევ შენარჩუნებულია. ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა გაფრინდაშვილმა კულტურის სამინისტროში გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.  "დროებითი გადახურვის მოწყობის შედეგად ტაძრებში წყლის ინფილტრაცია რამდენიმე თვეა აღარ ხდება, 2020 წელს უკვე ჩასული წყლის მიზეზით ტაძარში მაღალი ტენიანობა სამწუხაროდ შენარჩუნებულია",  - განაცხდა პაატა გაფრინდაშვილმა. კულტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ