სემეკი „თბილისი ენერჯის“ სამომხმარებლო ტარიფის კორექტირებაზე იმსჯელებს,- ნათქვამია სემეკი-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) 27 მაისის საჯარო სხდომაზე იმსჯელებს შპს „თბილისი ენერჯისთვის“ დადგენილი სამომხმარებლო ტარიფის კორექტირებაზე. საჯარო სხდომა დაიწყება 12:00 საათზე.
პანდემიის პრევენციის მიზნით განსახორციელებელი რეგულაციების ფარგლებში, სემეკი სთავაზობს დაინტერესებულ პირებს სხდომაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციურად, შესაბამისი პროგრამის საშუალებით, რომლითაც პირდაპირ რეჟიმში შეეძლებათ სხდომაზე განსახილველი საკითხის მოსმენა, პოზიციის დაფიქსირება ან/და კითხვის დასმა.
სხდომაზე დისტანციური მონაწილეობისათვის ბმულის მისაღებად, დაინტერესებულმა პირებმა შესაბამისი მოთხოვნა უნდა გამოაგზავნონ არაუგვიანეს 27 მაისის 11:00 საათისა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: pr@gnerc.org“, – ნათქვამია სემეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.