გორის მერია 1978 წელს გამოშვებულ მანქანას ყიდის

304

გორის მუნიციპალიტეტის მერია 1978 წელს გამოშვებულ ავტომობილს ვაზ 2121 ელექტრონულ აუქციონზე გაყიდის. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. 

აღნიშნული ინფორმაცია მერიის პრივატიზაციის გეგმის დოკუმენტიდან ირკვევა.

უწყებამ მანქანის საწყის ფასად 747 ლარი დაასახელა. გარდა ამისა მერია “ბოგდანის” მარკის 6 ავტობუსსაც გაყიდის, რომლის საწყისი ფასი 8 000 ლარია.

მერია ჯამში 20 მანქანას ასხვისებს, რომელთა ჯამური ღირებულება 104 347 ლარია.