გორში, სამეფო ქუჩაზე არსებულ სკვერში, 9 აპრილისადმი მიძღვნილი კომპოზიცია მოეწყობა. მერიამ ტენდერი გამოაცხადა, რომლის სავარაუდო ღირებულება 34 000 ლარია. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
“პროექტის მიხედვით ძირითადი მასალა ლითონია. მონოლითური ბეტონის საძირკვლზე დაფუძნებული ლითონის მსუბუქი კონსტრუქცია, რომელიც დაფარულია ლითონის ფურცლებით. სწორედ ეს სიმსუბუქე იძლევა შესაძლებლობას მივიღოთ საჭირო ფორმები. ამასთან შესაძლებელს ხდის მშენებლობის დროის მინიმალიზაციას და მშენებლობა შემოიფარგლოს საორიენტაციო ფინანსური რესურსით”, – ვკითხულობთ პროექტში.
პროექტის ავტორების განმარტებით, წითელი და თეთრი ფერი – ინსპირაცია ისევ და ისევ ქართული დროშის – “ეროვნული ფერების”.