დღეს, 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს ქუთაისში მასშტაბური ღონისძიებები არ გაიმართება. წელს, ისევე როგორც შარშან, არ მოეწყობა საბრძოლო ტექნიკის გამოფენა. ქუთაისის მერიაში ამ გადაწყვეტილებას კოვიდპანდემიას უაკავშირებენ. ჩატარდება მხოლოდ ორი ღონისძიება, – გაიხსნება მერაბ კოსტავას სკვერი და მოეწყობა გამოფენა.
მაია ბატკუაშვილის პერსონალური გამოფენა 26 მაისს, 14:00 საათზე გაიმართება. დამთვალიერებლებს მისვლა დ. კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეაში შეეძლებათ.
რაც შეეხება სკვერს, სამუშაოები სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანამ m³ განახორციელა და მისი ღირებულება 39,000 ლარს შეადგენს.
26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.