კანადაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ფარგლებში, 26 მაისს კანადის ყველაზე ცნობილი და პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობა – ნიაგარის ჩანჩქერი პირველად ქართული დროშის ფერებში განათდა. ამის ამსახველ ვიდეოს კანადაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
ჩანჩქერი საქართველოს დროშის ფერებში 15 წუთი იყო განათებული, რა დროსაც შესრულდა საქართველოსა და კანადის სახელმწიფო ჰიმნები, ქართული ხალხური სიმღერები და საგალობლები: „კახური მრავალჟამიერი“, „შენ ხარ ვენახი“ და „ჩაკრულო“.