საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი 51 კმ-მდე გზის მშენებლობა-რეკონსტრუქცია აქტიურად მიმდინარეობს.
უწყების ცნობით, ამ დროისთვის, ზემო იმერეთი-რაჭის გზის მეშვიდე მონაკვეთზე მიწის სამუშაოები და საფუძვლის მოწყობა მიმდინარეობს.
„ზემო იმერეთი-რაჭის ახალი საავტომობილო გზით საჩხერე-ონის მარშრუტი სულ მცირე ერთი საათით შემცირდება. ახალი დამაკავშირებელი გზა გამოაცოცხლებს ლეჩხუმისა და რაჭის რეგიონებს და მათ განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
ზემო ფონიჭალაში ქვეწარმავლები მომრავლდნენ. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ უბნის კონკრეტული ადგილები გასათიბია, რამაც ქვეწარმავლების მომრავლება გამოიწვია. ინფორმაციას გურიანიუსი ავრცელებს.
როგორც მოსახლეობა ამბობს, არაერთხელ სცადეს დაკავშირება შესაბამის უწყებასთან სათანადო რეაგირების მოთხოვნის მიზნით, მაგრამ უშედეგოდ.
ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში ამბობენ, რომ შემთხვევის ადგილზე მისულა სპეციალურმა ჯგუფმა ქვეწარმავალი ვერ ნახა.
"იყვნენ მისულები, მაგრამ გველი ადგილზე არ დახვდათ და რეაგირება ვერ მოვახდინეთ“, - განუცხადეს "გურია ნიუსს" ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში.
ცხოველთა...
„თბილისი ენერჯის“ არეალში ტარიფი იზრდება 8 თეთრამდე, ამით კომპანია წელში გასწორდება, რათა შეძლოს მომავალში არსებული სხვა ვალდებულებების შესრულება, რაც გულისხმობს ბუნებრივი აირის უსაფრთხო და უწყვეტ მიწოდებას ჩვენი მომხმარებლებისთვის, – ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ განაცხადა.
მისი თქმით, პანდემიიდან გამომდინარე, ვალუტის კურსი გაუარესდა, კომპანია ბუნებრივ აირს ძვირად ყიდულობდა და მომხმარებლებს იაფად აწვდიდა, რამაც კომპანიის ზარალი გამოწვია.
„ეს გადაწყვეტილება...
2019 წლიდან მიმდინარე პერიოდამდე, კომპანიისთვის ზარალმა შეადგინა დაახლოებით 23 მილიონი ლარი და საგულისხმო იყო, რომ ის შესასყიდ ფასს იხდიდა იმ კურსში, რომელიც დიდი ხანია აღარ არსებობდა, – ამის შესახებ ენერგოომბუდსმენმა, სალომე ვარდიაშვილმა „თბილისის ენერჯის“ აბობენტებისთვის ტარიფის გაზრდის შესახებ განაცხადა.
მისი თქმით, მოსალოდნელი იყო, რომ „თბილისი ენერჯი“ სატარიფო კორექტირების მოთხოვნით მიმართავდა მარეგულირებელ კომისიას.
„შევამოწმეთ სამართლებრივი საფუძვლები და ყველა ის ნორმატიული აქტი, რომელიც...
პარტია დაფუძნდება ძალიან მალე - გიდასტურებთ, რომ თარიღი ჩანიშნულია და ამ ღონისძიებისთვის ყველაფერი მზად არის, - ეს განაცხადება ჟურნალისტებთან გიორგი გახარიას თანაგუნდელმა დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა გააკეთა.
ლილუაშვილი გიორგი გახარიას პარტიის დაფუძნების თარიღსა და მასთან დაკავშირებულ სხვა დეტალებს არ აკონკრეტებს.
„პარტიის დაფინანსების თაობაზე ბევრი ვერსია მოვისმინეთ. მაგალითად, "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან მივისმინეთ ვერსია, რომ ჩხარტიშვილი გვაფინანსებს. ახლა ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მოვისმინეთ, რომ კეზერაშვილი გვაფინანსებს....
კახეთის რეგიონში, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, ბაკურციხე-წნორის შემოვლითი გზის მშენებლობა დაიწყება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ახალი გზის მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი (ADB) დააფინანსებს. ბაკურციხე-წნორის საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი უკვე გამოცხადდა და მასში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს სატენდერო წინანდადებების წარმოდგენის ბოლო ვადა 2021 წლის 8 ივლისის 16:00 სთ-მდე ექნებათ.
„ბაკურციხე-წნორის შემოვლითი გზის პროექტი ითვალისწინებს 16.6 კმ. სიგრძის 2-ზოლიანი ასფალტის საფარიანი გზისა...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქელიანში მისასვლელი ადგილობრივი მნიშვნელობის 11.4 კმ-იანი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
„ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ადგილზე უკვე შეიყვანა მძიმე ტექნიკა. პროექტის მიხედვით დუშეთის მუნიციპალიტეტში, გრემისხევის თემში რეაბილიტირდება სოფელ მიქელიანში მისასვლელი 11.4 კმ-იანი საავტომობილო გზა. ამ გზით სარგებლობს როგორც გრემისხევის თემში შემავალი 11 სოფლის (ციხისუბანი, არბოეთი, თხილოვანი, მიქელიანი, პეტრიანი, ციგრიიანთკარი...
ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე, ცენტრალური ბიბლიოთეკის შენობის მოპირდაპირედ, სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიმდინარეობისას ძველი, რიყის ქვებით დაგებული გზა გამოჩნდა. ინფორმაციას რადიო ჰერეთი ავრცელებს.
ეს გზა კი თავის დროზე, მე-19 საუკუნეში გაიჭრა, როცა ზუგდიდის მაზრის განაშენიანება იწყებოდა. ისტორიკოსი და მერიის ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსი ლაშა ჯიქია რადიო თბილისთან ამბობს,რომ სწორედ მეცხრამეტე საუკუნის 80-იანიანი წლებით თარიღდება ეს ქვაფენილი და დღევანდელი კოსტავას ქუჩაც ერთადერთი არ არის,...
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 27 მაისის საჯარო სხდომაზე შპს „თბილისის ენერჯისთვის“ დადგენილი სამომხმარებლო ტარიფის კორექტირებაზე იმსჯელა და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო.
სემეკის ცნობით, შპს „თბილისი ენერჯის“ კორექტირებულმა სამომხმარებლო ტარიფმა შეადგინა 53.972 თეთრი/კუბ.მ დღგ-ს ჩათვლით. მათი ინფორმაციით, ტარიფი ძალაში 2021 წლის 1 ივნისიდან შევა.
„ტარიფის კორექტირება განპირობებულია ქ. თბილისის უსაფრთხო და საიმედო გაზმომარაგების უზრუნველყოფით. შპს „თბილისი ენერჯისთვის“ სამომხმარებლო ტარიფების დადგენის...
თბილისის მოსახლეობას ბუნებრივი აირის ერთ კუბურ მეტრზე ტარიფი დაახლოებით, 8 თეთრით ეზრდება 54 თეთრის გადახდა მოუწევთ, - ამის შესახებ გადაწყვეტილება სემეკის სხდომაზე მიიღეს.
როგორც სხდომაზე განიმარტა, კომპანია „თბილისი ენერჯის“ 20 მილიონ ლარზე მეტი დავალიანება აქვს, რაც გამოწვეულია ვალუტის კურსის ცვლილებით.
ტარიფი ძალაში 2021 წლის 1 ივნისიდან შევა და 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.
როგორც სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ სხდომაზე განაცხადა, "თბილისი...
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა, გუშინ მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობიდან 103 წლისთავთის გასვლა მიულოცა. როგორც ხოჯევანიშვილი პოსტში აღნიშნავდა, ძალიან მძიმეა, რომ ოკუპაცია ჯერ ისევ მთავარ გამოწვევად რჩება.
"103 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. თავისუფლება - სწორედ ეს არის ის უმთავრესი ღირებულება, რომლისთვის ბრძოლასაც ყოველთვის აქვს აზრი. ძალიან მძიმეა, რომ ოკუპაცია ჯერ...
საქართველოს ყოფილი პრემიერის პარტიის პრეზენტაცია თვის ბოლოს იგეგმება. არსებული ინფორმაციით, ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას გიორგი გახარია საზოგადოებას შაბათს, 29 მაისს,18 საათზე წარუდგენს. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
გახარიას თანაგუნდელებს შორის, სავარაუდოდ, ყოფილი საჯარო მოხელეები და სხვა ნაცნობი სახეები გორიდანაც იქნებიან.
"ამ საკითხთან დაკავშირებით ყველა დეტალი ერთი დღით ადრე გახდება ცნობილი, დრო და ადგილის შესახებაც და გუნდის წევრებთან დაკავშირებითაც", - ამბობს გიორგი...
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში მოყვანილი კაკლის მოსავალი ექსპორტზე ესპანეთში, იტალიასა და გერმანიაში გავა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
კომპანია “ქართული კაკლის” მენეჯერი მიშა აბაშიძე აცხადებს, რომ “ქართული კაკალი”, როგორც ხარისხით, ასევე, ფერით ევროპულ სტანდარტს აკმაყოფილებს და მასზე იქ დიდი მოთხოვნაა.
“პირველი მოსავალი პორტუგალიაში გავიტანეთ. დაინტერესებაა ესპანეთიდან, იტალიიდან და გერმანიიდან. საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს ის, რომ ქვეყნიდან დაბალი ხარისხის კაკალი არ გავიდეს, რათა...
წინა სტატია
სემეკი დღეს 12:00-ზე თბილისის მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის ტარიფის ზრდაზე იმსჯელებს - ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ მედიას განუცხადა. ტარიფების გადახედვის საჭიროება დღის წესრიგში ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურების გამო დადგა.
"თბილისი ენერჯი" აცხადებს, რომ ამჟამად ისინი ბუნებრივ აირს თვითღირებულებაზე დაბალ ფასად ყიდიან - რადგან კუბური მეტრი გაზის შესყიდვა 34 თეთრად უწევთ, ტარიფით განსაზღვრული სარეალიზაციო ფასი კი 26 თეთრია.
დავით ნარმანიას...
გაზის სამომხმარებლო ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით კომპანია „თბილისი ენერჯი“ განცხადებას ავრცელებს. როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, კომპანია გაზს 34 თეთრად ყიდულობს და 26 თეთრად ყიდის.
„გვინდა, განვმარტოთ, რომ დღევანდელი მონაცემებით, ვალუტის კურსის გამო, კომპანია გაზს 34 თეთრად ყიდულობს. სემეკ-ის 2019 წლის დადგენილებით კი ყიდის 26 თეთრად. ამ მიზეზით, ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში „თბილისი ენერჯიმ“ 25 მილიონი ლარი იზარალა, რის გამოც საფრთხის ქვეშ დადგა თბილისის...
ა(ა)იპ „სამყარო /EYW“, საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) „პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში“ პროექტის ხელშეწყობით, ინოვაციების მხარდაჭერის საგრანტო პროგრამას აცხადებს.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროგრამა ითვალისწინებს ნოვატორული იდეების, სასოფლო-სამეურნეო სფეროში არსებული პრაქტიკის გაუმჯობესებისკენ მიმართული საპროექტო განაცხადების მიღება/მხარდაჭერას.
„საპროექტო იდეები გათვლილი უნდა იყოს სათემო, მუნიციპალურ და რეგიონულ დონეზე სოფლის მეურნეობის სფეროში ახალი ტექნოლოგიების, კულტურულ-მექანიზაციურ თუ ტრადიციულ მეთოდოლოგიებში იმგვარი სიახლის შემოტანის...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































