საავტომობილო გზების დეპარტამენტი: ზემო იმერეთი-რაჭის ახალი გზით საჩხერე-ონის მარშრუტი ერთი საათით შემცირდება

670

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი 51 კმ-მდე გზის მშენებლობა-რეკონსტრუქცია აქტიურად მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, ამ დროისთვის, ზემო იმერეთი-რაჭის გზის მეშვიდე მონაკვეთზე მიწის სამუშაოები და საფუძვლის მოწყობა მიმდინარეობს.

„ზემო იმერეთი-რაჭის ახალი საავტომობილო გზით საჩხერე-ონის მარშრუტი სულ მცირე ერთი საათით შემცირდება. ახალი დამაკავშირებელი გზა გამოაცოცხლებს ლეჩხუმისა და რაჭის რეგიონებს და მათ განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.