ბორჯომის მუნიციპალიტეტში ინოვაციების მხარდაჭერის საგრანტო პროგრამა ცხადდება

516

ა(ა)იპ „სამყარო /EYW“, საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) „პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში“ პროექტის ხელშეწყობით, ინოვაციების მხარდაჭერის საგრანტო პროგრამას აცხადებს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროგრამა ითვალისწინებს ნოვატორული იდეების, სასოფლო-სამეურნეო სფეროში არსებული პრაქტიკის გაუმჯობესებისკენ მიმართული საპროექტო განაცხადების მიღება/მხარდაჭერას.

„საპროექტო იდეები გათვლილი უნდა იყოს სათემო, მუნიციპალურ და რეგიონულ დონეზე სოფლის მეურნეობის სფეროში ახალი ტექნოლოგიების, კულტურულ-მექანიზაციურ თუ ტრადიციულ მეთოდოლოგიებში იმგვარი სიახლის შემოტანის მიმართულებით, რომელიც ხელს შეუწყობს დამატებითი შემოსავლის მიღების პერსპექტივების გაჩენას, მოსავლის მოცულობის ზრდას, ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებული ეფექტური, ტექნიკური, კულტურული ნოვაციების შექმნას და დანერგვას.

მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ გრანტით (მაქსიმუმ 5,000 ლარი) არ გადმოგეცემათ ფულადი სახით, არამედ გრანტის გამცემი ორგანიზაცია ყიდულობს თქვენს მიერ მოთხოვნილ პროდუქტს, ტექნოლოგიას ან სერვისს).

აგრეთვე, ინოვაციური იდეათა კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, გრანტი ითვალისწინებს განმცხადებლის მხრიდან თანამონაწილეობას (პროექტის საერთო ღირებულების 20%, აქედან 5% ნაღდი ფულით).

აპლიკაციის მიღება მოხდება ყოველი თვის 30 რიცხვამდე, გვიან შემოსული განაცხადების განხილვა მოხდება მომდევნო თვის გრაფიკით 2021 წლის 30 აგვისტომდე გთხოვთ , სააპლიკაციო ფორმა გადმოაგზავნოთ eywinfo@gmail.com

პროექტში მონაწილეობა შეუძლია : სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ, ფიზიკურ და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნებისმიერ იურიდიულ პირს ( ააიპ , სას, სამ კოოპერატივი , ი/მ , შპს და ა.შ ) სააპლიკაციო ფორმის ჩამოტვირთვა შეგიძლიათ შემდეგი ლინკიდან: http://bit.ly/3l4awVW “, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.