მომრავლებული ქვეწარმავლები თბილისის გარეუბანში – როდის მოგვარდება პრობლემა

585

ზემო ფონიჭალაში ქვეწარმავლები მომრავლდნენ. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ უბნის კონკრეტული ადგილები გასათიბია, რამაც ქვეწარმავლების მომრავლება გამოიწვია. ინფორმაციას გურიანიუსი ავრცელებს.

როგორც მოსახლეობა ამბობს, არაერთხელ სცადეს დაკავშირება შესაბამის უწყებასთან სათანადო რეაგირების მოთხოვნის მიზნით, მაგრამ უშედეგოდ.

ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში ამბობენ, რომ შემთხვევის ადგილზე მისულა სპეციალურმა ჯგუფმა ქვეწარმავალი ვერ ნახა.

“იყვნენ მისულები, მაგრამ გველი ადგილზე არ დახვდათ და რეაგირება ვერ მოვახდინეთ“, – განუცხადეს “გურია ნიუსს” ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში.

ცხოველთა მონიტორინიგის სამსახურში ასევე ამბობენ, რომ ტერიტორიის შეწამვლა იგეგმება.

„ტერიტორიის შეწამვლის მოთხოვნით მოქალაქეებმა უნდა მიმართონ გამგეობას. შეგროვებული მოთხოვნების საფუძველზე კონკრეტული რაიონის კონკრეტული ობიექტის შესაწამლად გადის ჯგუფი. ამ  რაიონში სხვადასხვა პატარა ობიექტების შესაწამლად გამოვლენ რამდენიმე დღეში“, – უთხრეს გამოცემას ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში.