ლილუაშვილი: პარტია დაფუძნდება ძალიან მალე – გიდასტურებთ, რომ თარიღი ჩანიშნულია და ამ ღონისძიებისთვის ყველაფერი მზად არის

467

პარტია დაფუძნდება ძალიან მალე – გიდასტურებთ, რომ თარიღი ჩანიშნულია და ამ ღონისძიებისთვის ყველაფერი მზად არის, – ეს განაცხადება ჟურნალისტებთან გიორგი გახარიას თანაგუნდელმა დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა გააკეთა.

ლილუაშვილი გიორგი გახარიას პარტიის დაფუძნების თარიღსა და მასთან დაკავშირებულ სხვა დეტალებს არ აკონკრეტებს.

„პარტიის დაფინანსების თაობაზე ბევრი ვერსია მოვისმინეთ. მაგალითად, “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან მივისმინეთ ვერსია, რომ ჩხარტიშვილი გვაფინანსებს. ახლა ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მოვისმინეთ, რომ კეზერაშვილი გვაფინანსებს. იყო პარტიული კვლევები და რეალობა გახდა ნათელი, რომ ყველა გზებით, მათ შორის სხვადასხვა მედია-საშუალებებით „ფეიკნიუსების“ გავრცელებით დისკრედიტაციას ცდილობენ. მთელი შინაარსი ამაშია. ზოგადად, პარტიის დაფინანსება გამჭვირვალე პროცესია. როცა პარტია დაფუძნდება და გაჩნდება შემოწირულობებისა და დაფინანსების სამართლებრივი საფუძვლები, პროცესი გამჭვირვალე იქნება”, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.