1 ივნისიდან თბილისის მოსახლეობას ბუნებრივი აირის ერთ კუბურ მეტრზე 54 თეთრის გადახდა მოუწევს

552

თბილისის მოსახლეობას ბუნებრივი აირის ერთ კუბურ მეტრზე ტარიფი დაახლოებით, 8 თეთრით ეზრდება 54 თეთრის გადახდა მოუწევთ, – ამის შესახებ გადაწყვეტილება სემეკის სხდომაზე მიიღეს.

როგორც სხდომაზე განიმარტა, კომპანია „თბილისი ენერჯის“ 20 მილიონ ლარზე მეტი დავალიანება აქვს, რაც გამოწვეულია ვალუტის კურსის ცვლილებით.

ტარიფი ძალაში 2021 წლის 1 ივნისიდან შევა და 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.

როგორც სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ სხდომაზე განაცხადა, “თბილისი ენერჯის” უფლება აქვს კომისიის გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში 1 თვის ვადაში გაასაჩივროს.