გახარიას თანაგუნდელების ვინაობა მაისის ბოლოს, პარტიის წარდგენისას გახდება ცნობილი

516

საქართველოს ყოფილი პრემიერის პარტიის პრეზენტაცია თვის ბოლოს იგეგმება. არსებული ინფორმაციით, ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას გიორგი გახარია საზოგადოებას შაბათს, 29 მაისს,18 საათზე წარუდგენს. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

გახარიას თანაგუნდელებს შორის, სავარაუდოდ, ყოფილი საჯარო მოხელეები და სხვა ნაცნობი სახეები გორიდანაც იქნებიან.

“ამ საკითხთან დაკავშირებით ყველა დეტალი ერთი დღით ადრე გახდება ცნობილი, დრო და ადგილის შესახებაც და გუნდის წევრებთან დაკავშირებითაც”, – ამბობს გიორგი ხოჯევანიშვილი.

ინფორმაციისთვის, გახარია პრემიერის პოსტიდან 2021 წლის 18 თებერვალს გადადგა.