"დღის განმავლობაში 30 000 ადამიანი გადაადგილდება რუსთავიდან თბილისის მიმართულებით და თბილისიდან რუსთავში. შესაბამისად ჩვენ მიგვაჩნია, რომ აუცილებელია დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა უზრუნველყოს საზგადოებრივი ტრანსპორტით ამ ადამიანების გადაადგილება",- დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ეს განცხადება თბილისის მთავრობის სხდომაზე 2020 წლის 20 მაისს გააკეთა. განცხადებიდან ერთი წელი გავიდა და საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" კიდევ ერთხელ დაინტერესდა, რა ეტაპზეა აღნიშნული პროექტი და დაზუსტდა თუ არა საკითხთან დაკავშირებული სხვადასხვა...
ტოლოშის მოსახლეობამ, სოფლის გზაზე კახელ მწყემსებს ასობით ცხვარ-ძროხის გატარების უფლება კვირას დილით, 6 ივლისს მისცეს. შეთანხმების თანახმად ეს ბოლო ჯგუფია, რომელიც მათ სოფელზე გაივლის. ამის შესახებ კახეთის კარიბჭე წერს. „რაც ჰყავდათ მოყვანილი, ის გავატარებინეთ, არ გვინდოდა გზა გადაკეტილიყო, 05:00 საათზე წაიყვანეს. რაც შეეხება სოფლის გზების მორეცხვას, მანქანები გუშინ საღამოს მოიყვანეს და ელოდებოდნენ ცხვარ-ძროხის გატარებას, ალბათ უკვე დაიწყებენ დასუფთავებას“, – აცხადებს „სამხრეთის კარიბჭესთან“ ერთ-ერთი ადგილობრივი. ასპინძის...
გორში ჟიული შარტავას ქუჩის რეაბილიტაციას, რომელიც 1 239 მეტრია 997 000 ლარი მოხმარდა. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პროექტის ფარგლებში ტრანსპორტის სავალი ნაწილისა და ტროტუარების რეაბილიტაცია განხორციელდა. ასევე მოეწყო ღია არხი, რომელიც მონოლითური რკინა - ბეტონის ფილით დაიფარა. „შარტავას ქუჩას წლებია მსგავსი სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებია“,-წერია განცხადებაში.
ახალციხეში, ნიკოლაძის ქუჩაზე საყრდენი კედლის სამშენებლო სამუშაოები, რომელიც გასულ წელს დაიწყო და ხელშეკრულების მიხედვით  2021 წლის  9 თებერვალს უნდა ჩაბარებულიყო ორჯერ გახანგრძლივდა და ისევ არ დამთავრებულა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ, ნიკოლაძის ქუჩაზე კედლის რეაბილიტაციისთვის ტენდერი 2020 წლის 30 ოქტომბერს გამოაცხადა. ტენდერში შპს „ლელომ“ გაიმარჯვა. კედლის რეაბილიტაციის თანხა 184 519 ლარით განისაზღვრა. ხელშეკრულების მიხედვით გამარჯვებული კომპანია ვალდებული...
არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი თბილისის მერობის კანდიდატად ადვოკატ ზაზა ხატიაშვილს ასახელებს. ამის შესახებ აღნიშნულია არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის განცხადებაში. „სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ოპოზიციის არაკოორდინირებული და გაუმჭვირვალე ქმედებების შედეგად ივანიშვილის რეჟიმმა მოიპოვა გარკვეული ტაქტიკური უპირატესობა: ერთი მხრივ, ოპოზიციამ შეწყვიტა პარლამენტის ბოიკოტი, ხოლო მეორე მხრივ, ფაქტია, რომ შარლ-მიშელის დოკუმენტი დარჩა ფარატინა ქაღალდად, რაიმე კონკრეტული ცვლილებების გარეშე. ამ ვითარებაში ერთადერთი შანსი, რომ ქვეყანაში რაიმე უკეთესობისკენ შეიცვალოს არის – ადგილობრივ...
ხმაური და აქცია ზუგდიდში – ყოფილი სასტუმრო „ეგრისის“ შენობაში ჩასახლებული აფხაზეთიდან დევნილები ბინებით დაკმაყოფილებას ითხოვენ. ინფორმაციას რადიო ჰერეთი ავრცელებს. მათი თქმით, შენობა, სადაც ისინი წლებია ცხოვრობენ, ნგრევადია, თუმცა ობიექტიდან მხოლოდ 7 ოჯახი გაიყვანეს, დანარჩენი კი დატოვეს. დევნილები კომისიის გამოყოფას და მათი საცხოვრებელი პირობების შესწავლას ითხოვენ. ნგრევად ობიექტში ჩასახლებული დევნილები ხელისუფლებას დახმარებას თხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციებს აანონსებენ. ადგილზე სიტუაციის განმუხტვას სამართალდცველები ცდილობდნენ.
12 ივნისს ცესკოში იმიტირებული არჩევნები ჩატარდება, სადაც საარჩევნო რეფორმის ფარგლებში ელექტრული ტექნოლოგიები გაიტესტება. საპილოტე არჩევნებში 1 000-მდე ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს ცესკოში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს. სამუშაო შეხვედრაზე ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით იმსჯელეს პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა. კერძოდ, საუბარი შეეხო ისეთ საკითხებს როგორიცაა შტრიხკოდი, სახის იდენტიფიცირება და კამერის თანდასწრებით ბიულეტენების დათვლის პროცესი. სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა "ლეიბორისტული პარტიის" წევრმა,...
ბათუმის საჯარო სკოლების მზის სისტემებით აღჭურვის პროექტი წარმატებით დასრულდა. ის ბათუმის 13 საჯარო სკოლაში განხორციელდა, რაც ქალაქის სკოლების ნახევარს შეადგენს. ცამეტ საჯარო სკოლაში განთავსებული გენერაციის ობიექტები ნეტო აღრიცხვის სისტემაშია ჩართული, რაც საშუალებას მისცემს სკოლებს სრულად გამოიყენონ გამომუშავებული ელექტროენერგია. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის განხორციელების ანგარიშს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ანდრიუს კალინდრა, საქართველოს ენერგეტიკის...
რუსთავის მუნიციპალიტეტის მერს ახალი მოადგილე ჰყავს, მერის მოადგილის თანამდებობაზე დავით იშხნელი დაინიშნა. ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ ის სამსახურების ხელმძღვანელებს, დღეს ოფიციალურად წარუდგინა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. რუსთავის მერიის ინფორმაციით, დავით იშხნელი რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებს გაუწევს კურატორობას. მათივე ცნობით, დავით იშხნელი 2014 წლიდან რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია. "2014-2017 წლებში, მეხუთე მოწვევის საკრებულოს პროპორციული წესით არჩეული დეპუტატი, 2017 წლიდან...
ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსის პროაქტიული კონსერვაციისა და მონიტორინგის სისტემის პროექტმა ევროპული მემკვიდრეობის პრიზი/ევროპა ნოსტრას ჯილდო მოიპოვა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული კულტურული მემკვიდრეობისა და გარემოს კვლევის ცენტრი იტალიელ კოლეგებთან ერთად უკვე მრავალი წელია კლდეში ნაკვეთ ისტორიულ ძეგლებზე კვლევა-მონიტორინგსა და გამაგრებით სამუშაოებს ახორციელებს. სამუშაოს შედეგად, რომელიც 2014 წელს დაიწყო, სრულად რეაბილიტირდა ვარძია და დღეისათვის მუშაობა უკვე უფლისციხის, დავით გარეჯისა და ვანის ქვაბების...
„უკვე ერთი კვირა გავიდა, რაც სახმელეთო საზღვრები გავხსენით. ამან გარკვეული შედეგები უკვე მოგვცა. მეზობელი ქვეყნებიდან ტურისტულმა ნაკადმა იმატა“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „აღდგა სარკინიგზო-სამგზავრო მიმოსვლა სომხეთსა და საქართველოს შორის, 15 ივნისს პირველი მატარებელი, ერევანი-თბილისი-ბათუმის გავლით, დაიძვრება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი მოკავშირე და მეზობელი სახელმწიფოდან, ტრადიციულად, ტურისტები ჩამოვლენ და საქართველოს, ჩვენს შავისზღვისპირა კურორტებს, ჩვენს დედაქალაქსა და სხვა ტურისტულ...
ლატვია საქართველოს 15 ათას დოზა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინას გადმოსცემს, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩსმა ქართველ კოლეგასთან, დავით ზალკალიანთან შეხვედრის დასრულების შემდგომ განაცხადა. „მოხარული ვარ, რომ მივეცით ბიძგი პროცესებს და ლოჯისტიკური საკითხის გათვალისწინებით, კოვიდის საწინააღმდეგო 15 ათასი დოზა ვაქცინა გადმოეცემა საქართველოს“, - აღნიშნა მინისტრმა. ედგარს რინკევიჩსმა ხაზი გაუსვა პანდემიასთან ბრძოლაში ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას. ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ „ეარ ბალტიკი“ თბილისი-რიგის მიმართულებით ფრენებს ახორციელებს კვირაში სამჯერ და იმედი...
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, პოლიტიკური პარტიების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა წევრმა ანა კობახიძემ შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, შეხვედრაზე სამი ძირითადი საკითხი- ამომრჩევლის სახით იდენტიფიცირება, ამომრჩევლისთვის ბარკოდიანი ბიულეტენების გადაცემა და არჩევნებზე ხმების დათვლის პროცესის კამერით გადაღება განიხილება. “დღევანდელი შეხვედრა არის, როგორც პარტიებს შორის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ჩვენ დღეს მათ...
თბილისის ბაგა-ბაღების 267, ფოთის 53, ქუთაისის 5 და რუსთავის 3 აღმზრდელ პედაგოგს შესაბამისი კვალიფიკაცია არ აქვს, - ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ თბილისის, ქუთაისის, რუსთავის და ფოთის მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მართვის აუდიტის ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ. აუდიტის ინფორმაციით, სკოლამდელი განათლების ეფექტიანი მოდელის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია შესაბამისი განათლების მქონე პედაგოგები, რომელთაც უნდა უზრუნველყონ ბავშვებზე ზრუნვა, მათი...
თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში მოყვანილი გადაცდომები, ძირითადად, ფორმალურ ხასიათს ატარებს, მათ შორის თანამშრომლთა სამუშაო საათების აღრიცხვა. როგორც ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მერიის თანამშრომლების უმრავლესობის სამუშაო დღე დილით ტურნიკეტზე ბარათის მიდებით არ იწყება. „სახეზე გვაქვს ფორმალური ტიპის გადაცდომები. მაგალითად, თანამშრომლებისა და მათი ნამუშევარი საათების აღრიცხვა ტურნიკეტის მეშვეობით. პირველ რიგში, მინდა, ყველამ იცოდეს, რომ მერიის თანამშრომლების ნახევარზე მეტის საქმე...
ბიძინა ივანიშვილის გავრცელებულ განცხადებას ექსპრემიერი გიორგი გახარია ფეისბუქპოსტით პასუხობს. "მოვლენები იმაზე საინტერესოდ და სწრაფად ვითარდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო... სიმართლეს ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს. საბოლოო ჯამში, ამას ყველა გაიგებს. ისევ ჭორაობის გარეშე, ვერთიანდებით საქართველოსთვის, არავის წინააღმდეგ", — წერს გახარია. ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ პირველ განცხადება გავრცელა და ყოფილი თანაგუნდელი, გიორგი გახარია გააკრიტიკა. ივანიშვილმა გახარიასადმი ეპითეტები არ დაიშურა — თქვა,...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ