გორში ჟიული შარტავას ქუჩის რეაბილიტაციას, რომელიც 1 239 მეტრია 997 000 ლარი მოხმარდა. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პროექტის ფარგლებში ტრანსპორტის სავალი ნაწილისა და ტროტუარების რეაბილიტაცია განხორციელდა. ასევე მოეწყო ღია არხი, რომელიც მონოლითური რკინა – ბეტონის ფილით დაიფარა.
„შარტავას ქუჩას წლებია მსგავსი სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებია“,-წერია განცხადებაში.