ჭორაობის გარეშე, ვერთიანდებით საქართველოსთვის, არავის წინააღმდეგ – გახარია ივანიშვილის განცხადების შემდეგ

556

ბიძინა ივანიშვილის გავრცელებულ განცხადებას ექსპრემიერი გიორგი გახარია ფეისბუქპოსტით პასუხობს.

“მოვლენები იმაზე საინტერესოდ და სწრაფად ვითარდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო… სიმართლეს ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს. საბოლოო ჯამში, ამას ყველა გაიგებს. ისევ ჭორაობის გარეშე, ვერთიანდებით საქართველოსთვის, არავის წინააღმდეგ”, — წერს გახარია.

ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ პირველ განცხადება გავრცელა და ყოფილი თანაგუნდელი, გიორგი გახარია გააკრიტიკა. ივანიშვილმა გახარიასადმი ეპითეტები არ დაიშურა — თქვა, რომ იმედგაცრუებულია და ექსპრემერს გუნდისა და ქვეყნის მოღალატეს უწოდა, მის საქციელი კი პოლიტიკურ დანაშაულად შეაფასა.

ივანიშვილის განცხადებით, ქართულ პოლიტიკაში უამრავი გადაცდომა უნახავს და ეგონა, რომ ვეღარაფერი გააოცებდა, მაგრამ გახარიას გადადგომა გაკვირვებას იწვევს. მისივე თქმით, ამ საქციელს მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაშიც რთულად მოეძებნება ანალოგი.

გარდა ამისა, ივანიშვილი გახარიას ახლდაშექმნილ პოლიტიკურ პარტიასაც აკრიტიკებს და ამბობს, რომ მას არ აქვს არავითარი იდეოლოგიური თუ კონცეპტუალური საფუძველი. მისივე თქმით, ეს პარტია “აშკარად, მოაზრებულია როგორც სიტუაციური ინსტრუმენტი მმართველი გუნდისთვის საარჩევნო ხმების თუნდაც მცირე რაოდენობის წასართმევად”. აღსანიშნია ისიც, რომ ივანიშვილს არც ნაციონალური მოძრაობის კრიტიკა გამორჩენია.

მას შემდეგ, რაც გიორგი გახარიამ პარტია დატოვა ყოფილი თანაგუნდელები მას აქტიურად აკრიტიკებენ და გადაწყვეტილებას უწუნებენ.

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ენმ-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების წინ ოპოზიციურ პარტიას ალტერნატიული მთავრობის შექმნა ჰქონდა დაგეგმილი და მათ ეს ინფორმაცია ჰქონდათ, თუმცა, მაშინ ჯერ კიდევ მოქმედ პრემიერს არ გაუმხილეს, რადგან მასზე ეჭვები გაუჩნდათ. კობახიძე პირდაპირ არ ამბობს, რომ გახარია პრემიერობისას ენმ-სთან კავშირში იყო, თუმცა, მიანიშნებს, რომ მელიას დაკავების 2-3 დღით გადადებაზე მისი მოთხოვნა ემთხვეოდა ენმ-ს გეგმას 2-3 დღეში ალტერნატიული მთავრობის შექმნაზე. რუსთავი 2-ის ჟურნალისტის დამაზუსტებელ ფრაზას იმის შესახებ, რომ კობახიძე გახარიას მძიმე ბრალდებას უყენებს, ის პასუხობს, რომ “