ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახრალოში (ტალავერი) სასმელი წყალი გაყვანილია, თუმცა მოსხლეობას წყლის პრობლემა აქვს. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ სასმელი წყლის მოსატანად კილომეტრების გავლა, მეზობელ სოფლებში უწევთ. წყალი წყაროდან, მოაქვთ. წყლის მოტანა სწორედ დღისპირველნახევარში უნდა მოასწრონ, რადგან წყაროზე წყალი შუადღემდე მოდის. „წელს გააკეთეს სოფელში ორი ბასეინი. 150 ტონიანია მგონი. წყალი არ მოდის. სახელმიწფომაც უნდა გააკონტროლოს. 30 ლარს ვუხდით და მოაქვთ...
video
შუახევის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის ახალი შენობის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. ინფორმაციას TV25 ავრცელებს. პროექტის მიხედვით შენდება სამ სართულიანი ნაგებობა, რომელიც 240 მოსწავლეზეა გათვლილი. აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით,  დაწესებულებაში განთავსდება სასწავლო და დამხმარე ოთახები, სასადილო, სპორტული და სააქტო დარბაზები. შენობა სრულად ადაპტირებული იქნება. ამ ეტაპზე დასრულდა სახურავის გადახურვა და  შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობს.  
გენერალურ გეგმას ახლავს ტექსტური ნაწილი და სხვა დოკუმენტები, მათ შორის მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი განსახორციელებელი ღონისძიებები და პროექტები. მოკლე და საშუალოვადიან ღონისძიებებში სწორედ ეს არის დასახული, რომ 10-11 კვადრატზე ავიდეს 1 ადამიანზე მოსული მწვანე ნარგავები, - ამის შესახებ თბილისის გენგეგმის ავტორმა, მერაბ ბოლქვაძემ იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა. მისივე თქმით, არის პარკები, რომელთა განახლებაც აუცილებელია. „დედა-ენის პარკში, ვაკის პარკში მიმდინარეობს განახლებები....
რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანება განცხადებას ავრცელებს და აღსაზრდელთა მშობლებს აფრთხილებს. "პრიორიტეტული კატეგორიების აღსაზრდელების მშობელთა საყურადღებოდ, ვინც კატეგორიის დამადასტურებელი დოკუმენტაცია უკვე წარმოადგინა რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში: გთხოვთ, 16  ივნისის 14 საათამდე აუცილებლად წარადგინეთ უშუალოდ ფილიალებში შემდეგი საბუთები: 1. 2 ფოტოსურათი (3x4) 2. ცნობა ბავშვის რუსთავში რეგისტრაციის შესახებ, გაცემული იუსტიციის სამინისტროს  სსიპ,,სამოქალაქო სერვისების განვითარებისს  სააგენტოს''(იუსტიციის სახლი) ან ოკუპირებული ტერიტორიიდან  დევნილთა,შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ (საინფორმაციო...
​გენერალური გეგმები, არა მხოლოდ თბილისის, არამედ ზოგადად, აუცილებლად წყდება ტერიტორიის ეფექტური გამოყენების საფუძველზე და ამავე დროს, ეს უნდა მოხდეს გარემოს დაცვის წინაპირობით. ეკოლოგიისა და სუფთა ტრანსპორტის მხარდაჭერით ტერიტორიების გამოყენების გეგმა სრულდება, - ამის შესახებ თბილისის გენერალური გეგმის ავტორმა, მერაბ ბოლქვაძემ იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა. მისი თქმით, ქალაქის განაშენიანების კონტურის შიგნით დამატებით უნდა შეიქმნას მწვანე სივრცეები. „გენერალური გეგმის უმთავრესი, კონცეპტუალური საკითხები გახლავთ...
სამშენებლო-სანებართვო პროცესში გარემოს დაცვითი ღონისძიებებში ჩართვა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. აქამდე ხდებოდა მხოლოდ იმის განსაზღვრა, თუ რა ფართობი უნდა დაეთმო ამა თუ იმ მშენებლობას მწვანე ნარგავებისთვის. ჩვენ შევცვალეთ ეს მიდგომა და დავამატეთ კონკრეტული დენდროლოგიური პროექტის შეთანხმება, რომელიც სანებართვო პროცესის ნაწილი გახდა, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა. მისივე განმარტებით, წარსულში თანხმდებოდა მხოლოდ ადგილი, მაგრამ არ...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხეცერას ადმინისტრაციულ ერთეულში, დაიწყო გზის კაპიტალური მშენებლობის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გრუნტის სამუშაოები. პირველ ეტაპზე  სოფელში,  2300 მ.  საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოები განხორციელდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ სამი ადმინისტრაციული ერთეული (ხეცერა, აბასთუმანი და ნარაზენი) დაუკავშირდება ერთმანეთს. აღსანიშნავია, რომ გზის მშენებლობისას გათვალისწინებულია მილხიდებისა და  სანიაღვრეების მოწყობა. სამუშაოების პროცესს ადგილზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი  კონსტანტინე კაკავა,...
კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ართანისა და ფშაველის ტერიტორიაზე გამავალი ნაურდლის სარწყავ სისტემაზე დასრულდა. ინფორმაციას საქართველოს მელიორაცია ავრცეებს. ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან მაგისტრალური არხის 2900 მეტრიანი მონაკვეთი გაიწმინდა. ექსპლუატაციის პროგრამით ჩატარებული სამუშაოები სისტემაში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს. შედეგად თელავის მუნიციპალიტეტში 300 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება. აღდგენილი არხით სოფელ ართანის, სანიორესა და ნაფარეულის მოსახლეობა ისარგებლებს. არხის გაწმენდითი სამუშაოები საქართველოს მელიორაციამ...
წყალმომარაგების კომპანია, იმერეთის რეგიონში სტაბილური წყალმომარაგებისთვის სისტემების მშენებლობას აქტიურად აგრძელებს. ამჯერად, დაბა ხარაგაულში პირველი და მეორე ეტაპის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ორივე პროექტს ჯამურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 6 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება. დაბა ხარაგაულში არსებული სათავე ნაგებობა მოძველებულია ,წვიმებისა და წყალდიდობის დროს ხშირია წყლის ამღვრევის ფაქტები, რის გამოც მოსახლეობას წყალი შეზღუდულად მიეწოდება. სამუშაოები ითვალისწინებს წყალმომარაგების ქსელების, მაგისტრალების, სამი ჭაბურღილის, სათავე ნაგებობებისა და სატუმბი...
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, თბილისის საჯარო ბაღებში აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაცია 11 ივნისს, 10:00 საათიდან დაიწყება. მათივე ინფორმაციით, პირველ ეტაპზე ვებგვერდზე რეგისტრაციას შეძლებენ კონკრეტული სტატუსის მქონე ბენეფიციარები. 1) ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები; 2) სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილები (100 000-მდე ქულა, რეგისტრირებული თბილისის მუნიციპალიტეტში); 3) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) ბავშვები; 4) დედმამიშვილები (როცა აპლიკანტის დედმამიშვილი უკვე არის ამავე ბაღის აღსაზრდელი); 5) მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მოქალაქეთა...
გონიო-კვარიათის დასახლებაში წყლის სისტემების რეაბილიტაცია დასრულდა. „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, 2000 კბმ მოცულობის წყლის სამარაგო რეზერვუარი გონიოში, ზღვის დონიდან 40 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. რეზერვუარი უზრუნველყოფს 1000-ზე მეტი აბონენტის 24 საათიან უწყვეტ წყალმომარაგებას. ასევე მოეწყო 30 კმ-იანი წყალმომარაგების მაგისტრალური ხაზი. დაიწყო მოსახლეობის ახალ ქსელზე დაერთების სამუშაოები. „გონიო-კვარიათში წყალმომარაგების პრობლემა ათეული წლის განმავლობაში არსებობდა. ადგილობრივი მოსახლეობა ამ დრომდე, ძირითადად, ჭაბურღილის წყლით სარგებლობდა. რეზერვუარის მშენებლობისთვის 15 მილიონი...
სოხუმში სკოლის კურსდამთავრებულებისთვის გამოსაშვები საღამოები არ გაიმართება. აღნიშნული გადაწყვეტილება, აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის განათლების სამინისტრომ და მთავრობამ, ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე მიიღეს, წერს "აფსადგილ ინფო". ამის შესახებ ინფორმაციას რადიო ათინათი ავრცელებს. "კურსდამთავრებულებს წინ მისაღები გამოცდები ელოდებათ, იმ აბიტურიენტებს, რომლებიც რუსეთის უმაღლესებში აბარებენ, საზღვარზე უარყოფითი PCR ტესტის წარდგენას მოსთხოვენ. მართალია, მასობრივი ღონისძიებები ტარდება, ქორწილებიც, თუმცა, მოდით, ჩვენს კურსდამთავრებულებზე ვიფიქროთ. საკმარისია, მათ შორის ერთი ინფიცირებული...
ახალგაზრდული ჯგუფი გორში არსებულ ტურისტულ ობიექტებს გააციფრულებს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ტურიზმის განყოფილებამ, შეიმუშავა სპეციალური გეგმა და შექმნა სამუშაო ჯგუფი იმ ახალგაზრდების შემადგენლობით, რომლებმაც წარმატებით გაიარეს სატრენინგო კურსი ,,გააციფრულე საქართველო“ და მუშაობა დაიწყეს გორის მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული ობიექტების გაციფრულებაზე. ტურიზმის სააგენტოს ინფორმაციით, ჯგუფის მიერ გადაღებული ფოტო მასალა ინტერნეტში განთავსდება, რაც დახმარებას გაუწევს გორში...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ენგურის ხიდზე გადმოსულ მოქალაქეებს კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინებს სთავაზობენ, თუმცა ჯერ დიდი მოთოვნა ამაზე არ არის. "აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეები გახლავან საქართველოს მოქალაქეები და ამიტომ ჩვენი ზრუნვა ამათზე არ უნდა შეჩერდეს. იცით, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მუშაობს რამდენიმე მიმართულებით ამ საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, მიეწოდება ჩვენს მოქალაქეებს ენგურს გაღმა შიდსის, ტუბერკულოზის მედიკამენტები, რუტინული ვაქცინები,...
აჭარაში ტურისტული სეზონი ოფიციალურად 15 ივნისს გაიხსნება. ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ღონისძიებები სხვადასხვა ლოკაციაზე 12 საათიდან დაიწყება და 22:00 საათზე დასრულდება. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. დაგეგმილია ფრანების შოუ, ავიაშოუ, ბათუმის დრამატული თეატრის წინ სპექტაკლის ჩვენება, საზაფხულო თეატრთან გაიმართება მუსუკალური ღონისძიება. 15 ივნისს მუზეუმები, ბოტანიკური ბაღი და პეტრას ციხე მოქალაქეებს უფასოდ უმასპინძლებენ. ტურისტული სეზონის გახსნის დღეს, 16:00 საათზე დაგეგმილია ზღვაში სიმბოლური ლენტის გაჭრა, რომელსაც წელს პირველად, ტურიზმის სექტორში...
წინა სტატია სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებმა შიმშილობა შეწყვიტეს. კომპანიის შეთავაზებას პროტესტის ყველა მონაწილე დათანხმდა. კონსტრუქციული მოლაპარაკებების შედეგად მხარეები შეთანხმდნენ, რომ ზიანის შეფასების შემთხვევაში მათ ექნებათ არჩევანის უფლება, - ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან მანგანეზი“ ავრცელებს „1. ზიანის შეფასება განხორციელდეს არსებული მოდელით, რომლის შესახებ უკვე არსებობს ჩანაწერი სოფელს და კომპანიას შორის გაფორმებულ მემორანდუმში. 2. ან მათივე მოთხოვნის მიხედვით, ზიანის შეფასება უზრუნველყოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ