რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანება განცხადებას ავრცელებს და აღსაზრდელთა მშობლებს აფრთხილებს

894

რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანება განცხადებას ავრცელებს და აღსაზრდელთა მშობლებს აფრთხილებს.

“პრიორიტეტული კატეგორიების აღსაზრდელების მშობელთა საყურადღებოდ, ვინც კატეგორიის დამადასტურებელი დოკუმენტაცია უკვე წარმოადგინა რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში:

გთხოვთ, 16  ივნისის 14 საათამდე აუცილებლად წარადგინეთ უშუალოდ ფილიალებში შემდეგი საბუთები:

1. 2 ფოტოსურათი (3×4)

2. ცნობა ბავშვის რუსთავში რეგისტრაციის შესახებ, გაცემული იუსტიციის სამინისტროს  სსიპ,,სამოქალაქო სერვისების განვითარებისს  სააგენტოს”(იუსტიციის სახლი) ან ოკუპირებული ტერიტორიიდან  დევნილთა,შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ (საინფორმაციო ბარათი)

3. ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა 100).

წინააღმდეგ შემთხვევაში, აღსაზრდელი ბაგა-ბაღში ჩარიცხულად არ ჩაითვლება”,- ნათქვამია განცხადებაში.