სამშენებლო-სანებართვო პროცესში გარემოს დაცვითი ღონისძიებებში ჩართვა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. აქამდე ხდებოდა მხოლოდ იმის განსაზღვრა, თუ რა ფართობი უნდა დაეთმო ამა თუ იმ მშენებლობას მწვანე ნარგავებისთვის. ჩვენ შევცვალეთ ეს მიდგომა და დავამატეთ კონკრეტული დენდროლოგიური პროექტის შეთანხმება, რომელიც სანებართვო პროცესის ნაწილი გახდა, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.
მისივე განმარტებით, წარსულში თანხმდებოდა მხოლოდ ადგილი, მაგრამ არ ხდებოდა კონტროლი.
„ეს არ იყო სანებართვო პროცესის ნაწილი ასე მკაფიოდ. ახლა კი ჩვენ ვათანხმებთ დენდროლოგიურ პროექტს და როცა კონკრეტული მშენებლობა გავა ბოლოში, ხდება შემოწმება. თუ არ განახორციელა ეს პროექტი, შენობა პროცესში ვერ იქნება მიღებული. ჯამში, რაც დავიწყეთ ეს პროცესი, 17 000 ხის ვალდებულება დავაკისრეთ კერძო სექტორს. მომდევნო თვეებსა და წლებში გაცილებით თვალსაჩინო იქნება ის თვისობრივი სხვაობა იმ პროექტებს შორის, რომლებიც წინა რეგულაციებში იყვნენ და მათ შორის, რომლებმაც დენდროლოგიური პროექტები შეათანხეს“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.