ბოლნისის სოფელ ფახრალოს მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემა აქვს

523

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახრალოში (ტალავერი) სასმელი წყალი გაყვანილია, თუმცა მოსხლეობას წყლის პრობლემა აქვს. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ სასმელი წყლის მოსატანად კილომეტრების გავლა, მეზობელ სოფლებში უწევთ. წყალი წყაროდან, მოაქვთ. წყლის მოტანა სწორედ დღისპირველნახევარში უნდა მოასწრონ, რადგან წყაროზე წყალი შუადღემდე მოდის.

„წელს გააკეთეს სოფელში ორი ბასეინი. 150 ტონიანია მგონი. წყალი არ მოდის. სახელმიწფომაც უნდა გააკონტროლოს. 30 ლარს ვუხდით და მოაქვთ წყალი. ხელ-პირს ვიბანთ, საჭმელს ვაკეთებთ და ამისთვის გვეყოფა?”.

„მე ქვემო უბანში ვცხოვრობ. წყალი გაიყვანეს ჩვენი უბნის იქით, ქვემოთაც წავიდა ქსელი და ჩვენთან ონკანი არ გააკეთეს. ვეუბნები ნოვრუზსს ასე რატომ აკეთებთ, მეუბნება თქვენთან წყარო არისო. წყარო რად მინდა. ჩვენი სოფლის გამგებელმა შეცდომა დაუშვა. არის ისეთი სახლები სადაც 3 ონკანია“.

„ძალიან შორსაა წყარო. თან ცოტა მოდის. ამ წყლის იმედი გვქონდა, მაგრამ ესეც აღარ მოდის. მიზეზი არ ვიცი რატომ არ უშვებენ“.

„ყველაფრისთვის მოგვაქვს წყალი. საქონელს სჭირდება. სახლში ყველაფრისთვის გვინდა წყალი. ძალიან ვწვალობთ“, – ამბობს მოსახლეობა.

ფახრალოს და იმირჰასანის სოფლის რწმუნებული ნოვრუზ აივაზოვი რადიო მარნეულთან საუბრისას აცხადებს, რომ საკითხის შესახებ ინფორმაცია აქვს. აცხადებს, რომ ახალი ჭაბურღილის მოწყობა იგეგმება. პროექტის განხორციელების შემდეგ კი აღნიშნულ ქუჩაზე მცხოვრებ 100-ზე მეტ ოჯახს წყლის პრობლემა მოეხსნება.

„ახალი წყლის მილი შორსრომაა წყარო გავაკეთეთ. ახლა ზაფხულია და ხალხი წყალს დიდი რაოდენობით მოიხმარს და სოფლის ბოლომდე ვერ მიდის. ეს პროექტი ვინც განახორციელა მათ დავუკავშირდით და ახლო მომავალში მოვლენ დაარეგულირებენ რომ ყველას მიაწოდოს წყალი. ის უბანი ჩვენი მტკივნეული ადგილია და ტყესთან ახლოს მდებარე სახლებში წყალი ვერ მიდის. ახლა ბოლნისი მუნიციპალიტეტი დაგვპირდა ტენდერს გამოვაცხადებთო“.

ნოვრუზ აივაზოვის თქმით, 2020 წელს სოფელს ახალი ჭაბურღილი სარგებლობაში გადაეცა. ამჟამად აღნიშნული რეზერვუარი 200-ზე მეტ ოჯახს ამარაგებს.