ახალგაზრდული ჯგუფი გორში არსებულ ტურისტულ ობიექტებს გააციფრულებს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ტურიზმის განყოფილებამ, შეიმუშავა სპეციალური გეგმა და შექმნა სამუშაო ჯგუფი იმ ახალგაზრდების შემადგენლობით, რომლებმაც წარმატებით გაიარეს სატრენინგო კურსი ,,გააციფრულე საქართველო“ და მუშაობა დაიწყეს გორის მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული ობიექტების გაციფრულებაზე.
ტურიზმის სააგენტოს ინფორმაციით, ჯგუფის მიერ გადაღებული ფოტო მასალა ინტერნეტში განთავსდება, რაც დახმარებას გაუწევს გორში ჩამოსვლის მსურველ ტურისტს.
“ახალგაზრდებთან ერთად სერგი მაკალათიას სახელობის გორის ისტორიულ – ეთნოგრაფილ და იოსებ სტალინის სახემწიფო მუზეუმს ვეწვიეთ, სადაც შემუშავდა კონკრეტული გეგმები, ამ ჯგუფის მიერ გუგლში განთავსებული ფოტო ინფორმაცია ცნობილი გახდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით და დახმარებას გაუწევს გორში ჩამოსვლის მსურველ ტურისტებს”, – ნათქვამია სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში