დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ენგურის ხიდზე გადმოსულ მოქალაქეებს კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინებს სთავაზობენ, თუმცა ჯერ დიდი მოთოვნა ამაზე არ არის.
“აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეები გახლავან საქართველოს მოქალაქეები და ამიტომ ჩვენი ზრუნვა ამათზე არ უნდა შეჩერდეს. იცით, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მუშაობს რამდენიმე მიმართულებით ამ საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, მიეწოდება ჩვენს მოქალაქეებს ენგურს გაღმა შიდსის, ტუბერკულოზის მედიკამენტები, რუტინული ვაქცინები, ასევე მუშაობს სხვადასხვა პროგრამები. დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ საერთაშორისო ორგანიზაციებს და ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებს რომ ბევრი ეს საკითხი მათი მეშვეობით ხორციელდება.
რაც შეეხება გადმოსულ მოქალაქეებს მას შემდეგ, რაც ხიდზე გარკვეული შემსუბუქება დაწესდა, დაახლოებით 12 ათასმა ადამიანმა გადმოკვეთა, გამოკვლეული არიან ისინი, უტარდებათ სწრაფი ანტიგენზე დამყარებული ტესტი ადგილზე, დაახლოებით 12 ათასი ადამიანიდან 44 შემთხვევაში იყო დადებითი, შემდეგ ხდება გადაზუსტება პისიარ ტესტით და ხდება მათი რუხის საავადმყოფოში გადაყვანა და მკურნალობა ასევე ყველა გადმოსულს ეთავაზება, რომ აიცრან იმ ვაქცინებით რომელიც ჩვენ გვაქვს, გეტყვით პირდაპირ არ იყო ამაზე დიდი მოთხოვნილება”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მას შემდეგ რაც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერიენ ტიკარაძემ ოკუპირებულ ტეირტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას ვაქცინაციის პროცესში ჩართვა შესთავაზა, აფხაზურმა მხარემ უარი თქვა ცენტრალური ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ ვაქცინაზე და განაცხადა, რომ ის “საქართველოს ხელისუფლების დახმარებას არ საჭიროებს და რომ ვაქცინაციის საკითხებში დახმარებას უწევს სტრატეგიული პარტნიორი რუსეთი”.