დაბა ხარაგაულის წყალმომარაგებისთვის სისტემების მშენებლობა მიმდინარეობს

454

წყალმომარაგების კომპანია, იმერეთის რეგიონში სტაბილური წყალმომარაგებისთვის სისტემების მშენებლობას აქტიურად აგრძელებს.

ამჯერად, დაბა ხარაგაულში პირველი და მეორე ეტაპის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ორივე პროექტს ჯამურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 6 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.

დაბა ხარაგაულში არსებული სათავე ნაგებობა მოძველებულია ,წვიმებისა და წყალდიდობის დროს ხშირია წყლის ამღვრევის ფაქტები, რის გამოც მოსახლეობას წყალი შეზღუდულად მიეწოდება.

სამუშაოები ითვალისწინებს წყალმომარაგების ქსელების, მაგისტრალების, სამი ჭაბურღილის, სათავე ნაგებობებისა და სატუმბი სადგურის მშენებლობას. მოეწყობა ახალი რეზერვუარი.გარდა ამისა, დაგეგმილია კორპუსებში შიდა გაყვანილობის მოწყობა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ წყლის სათავე ნაგებობას.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, სრულად ხარაგაულის მოსახლეობა,4000 ადამიანი 24 საათიანი ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.