გონიო-კვარიათის დასახლებაში წყლის სისტემების რეაბილიტაცია დასრულდა

528

გონიო-კვარიათის დასახლებაში წყლის სისტემების რეაბილიტაცია დასრულდა. „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, 2000 კბმ მოცულობის წყლის სამარაგო რეზერვუარი გონიოში, ზღვის დონიდან 40 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.

რეზერვუარი უზრუნველყოფს 1000-ზე მეტი აბონენტის 24 საათიან უწყვეტ წყალმომარაგებას.

ასევე მოეწყო 30 კმ-იანი წყალმომარაგების მაგისტრალური ხაზი. დაიწყო მოსახლეობის ახალ ქსელზე დაერთების სამუშაოები.

„გონიო-კვარიათში წყალმომარაგების პრობლემა ათეული წლის განმავლობაში არსებობდა. ადგილობრივი მოსახლეობა ამ დრომდე, ძირითადად, ჭაბურღილის წყლით სარგებლობდა. რეზერვუარის მშენებლობისთვის 15 მილიონი ლარი გამოიყო“, – ნათქვამია ინფორმაციაში.