შუახევის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის ახალი შენობის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა

415

შუახევის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის ახალი შენობის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.

პროექტის მიხედვით შენდება სამ სართულიანი ნაგებობა, რომელიც 240 მოსწავლეზეა გათვლილი.

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით,  დაწესებულებაში განთავსდება სასწავლო და დამხმარე ოთახები, სასადილო, სპორტული და სააქტო დარბაზები. შენობა სრულად ადაპტირებული იქნება. ამ ეტაპზე დასრულდა სახურავის გადახურვა და  შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობს.