წყალტუბოში მცხოვრები აფხაზეთის ომში მონაწილე პირები ხელისუფლებას დაპირებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ ნიუპრესი წერს.
ომის ვეტერანების თქმით, დევნილთა სამმართველო, მათ დაჰპირდა, რომ იმერეთში მცხოვრებ დევნილ ვეტერნებს 60 ბინა გადაეცემოდათ, თუმცა მხოლოდ 38 ბინა გაიცა.
სანატორიუმებში მცხოვრებლების თქმით, მათ მძიმე პირობებში უხდებათ ცხოვრება, თუმცა ამის მიუხედავად, მათი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ამ დრომდე არ მომხდარა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი გუგუჩიამ სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა გვასალია და სამხარეო ადმინისტრაციის ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილე, გრიგოლ დაგარგულია სამსახურებში აღადგინა. ამის შესახებ რადიო ჰერეთი წერს.
ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაციაში რადიო თბილისთან ადასტურებენ.
ისინი ყოფილმა რწმუნებულმა მალხაზ თორიამ მიმდინარე წლის 11 მაისს გაათავისუფლა.
სამსახურიდან დათხოვნის მიზეზად, ორივე მათგანი ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან მეგობრობას ასახელებდა.
11 ივნისის 23:00 საათიდან 12 ივნისის 05:00 საათამდე ხანდოსხევი-კობის მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვეშეთი-კობის მაგისტრალური გზისა და 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობის ფარგლებში, გვირაბის გასაჭრელად სპეციალურად დამზადებული TBM (Tunnel Boring Machine) დანადგარის ტრანსპორტირების მიზნით, 2021 წლის 11 ივნისის 23:00 სთ-დან 12 ივნისის 05:00 სთ-მდე, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსი საავტომობილო გზის 56კმ-107კმ (ხანდოსხევი-კობი) მონაკვეთზე,...
ქობულეთის მერია სამოქალაქო ბიუჯეტის განხორციელების ახალ პროექტს იწყებს, რისთვისაც პირველ ეტაპზე 300 ათასი ლარია გათვალისწინებული. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
ივლისიდან აგვისტოს ბოლომდე ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ახალი პროექტის წარდგენა მერიის შესაბამის ელექტრონულ პორტალზე, სადაც ონლაინ იწარმოებს ხმების მიცემა.
გამარჯვებული ინფრასტრუქტურული, ტურისტული ან სოციალურ-ეკონომიკური პროექტი, 100-ათასი ლარით დაფინანსდება.
10 ივნისს სოფელ სპასოვკას მცხოვრებლები ნინოწმინდის პანსიონთან შეიკრიბნენ და დაწესებულების ხელმძღვანელთან, სხალთის მთავარეპისკოპოს სპირიდონთან შეხვედრას ითხოვდნენ. ადგილობრივების თქმით, წლების წინ მთავრობამ სოფლის სათიბები სასულიერო პირებს მათ უნებართვოდ გადასცა, ამიტომ სურთ კუთვნილი მიწები უკან დაიბრუნონ. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
„შევარდნაძის მიერ მოცემული მიწებია, 90–იან წლებში როცა ჩამოგვასახლეს, მაშინ მოგვცეს. 2007 წლამდე ვსარგებლობდით.14 ჰექტრამდე წაგვართვეს. დაგვაშანტაჟეს, რომ აღნიშნულ მიწას აღარ უნდა...
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 448 ფაქტი გამოვლინდა.
პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 49 პირი დააჯარიმა.
დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 23:00 საათიდან დილის 04:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.
გარდა ამისა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ...
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსდ "გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის" დასავლეთის რეგიონალური სამმართველოს პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების ჯგუფის უფროსი დააკავეს.
"გამოძიებით დადგენილია, რომ "გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის" დასავლეთის რეგიონალური სამმართველოს პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების ჯგუფის უფროსი, სისტემატურად უწევდა მფარველობას ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებაში ჩართულ პირებს, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით უზრუნველყოფდა უსაბუთო ხის მასალის შეუფერხებლად...
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, მას თბილისის მერობა არაფერში არ სჭირდება.
"თავს კი არ ვიფასებ, მართლა ასე მჯერა, არაფერში არ მჭირდება თბილისის მერობა, მართლა გეუბნებით. არც თავმდაბლობის გარეშე ვაპირებ საუბარს. სხვა მიზნები და ამოცანები შეიძლება მქონდეს ქართულ პოლიტიკაში, ვიდრე კალაძის იქიდან გამოყვანა და ჩემი იქ შესვლა", - ამბობს მელია TV პირველის ეთერში.
შემოდგომაზე თვითმმართველობის არჩევნები უნდა ჩატარდეს. ოპოზიციაში უკვე საუბრობენ...
დედაქალაქი ნარჩენების განცალკევებულად შეგროვებისთვის ემზადება - ეს ნიშნავს, რომ განცალკევებით უნდა შეგროვდეს სხვადასხვა სახეობის ნარჩენი (პლასტიკი, მინა, ქაღალდი) და შემდეგ გადამუშავდეს. მიუხედავად იმისა, რომ ნარჩენების სეპარირება ქვეყანაში 2019 წლიდან უნდა დაწყებულიყო, შესაბამის სტრატეგიაზე მუშაობა ახლა მიმდინარეობს. პროექტს EBRD-ის დაფინანსებით “თბილსერვის ჯგუფი” და დედაქალაქის მერია ახორციელებს. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს.
„თბილისის მყარი ნარჩენების პროექტი - თბილისის მყარი მუნიციპალური ნარჩენების სტრატეგია“...
რუსთავის ახალი შესაძლებლობების გამოსავლენად, ქალაქს სჭირდება ახალი გენერალური განვითარების გეგმა,- ამის შესახებ რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ნინო ლაცაბიძემ განაცხადა.
როგორც ნინო ლაცაბიძის განცხადებაშია აღნიშნული, მდგრადი ურბანული განვითარებისათვის აუცილებელია ქალაქმა დაიწოს ახალ გენგეგმაზე მუშაობა - თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ახალი თაობის დოკუმენტის შექმნა.
„მოსახლეობასთან შეხვედრების დროს იკვეთება პრობლემა, რომ ქალაქ რუსთავის მოქმედი გენგეგმა ქმნის გარკვეულ პრობლემებს და შეზღუდვებს, საკუთრებაში არსებული მიწის ფართები ვერც საკუთარი და ვერც ქალაქის...
პარლამენტის პლენარულ სესიაზე, დღეს ოპოზიციის მიერ წარმოდგენილ ამნისტიის კანონპროექტს კენჭს უყრიან. საკითხი სხდომაზე პირველი მოსმენით გავა.
ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ კანონპროექტის მათი ვერსია იმსახურებს მხარდაჭერას. განსხვავებული პოზიცია აქვთ მმართველ გუნდში, სადაც აცხადებენ, რომ ისინი მხარს არ დაუჭერენ ოპოზიციური პარტიების მიერ წარდგენილ პროექტს, რადგან მათი შეფასებით, ის არ შეესაბამება შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
ამნისტიის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ კანონპროექტს პარლამენტმა მეორე...
15 ივნისს, აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნება. ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.
გახსნის დღისთვის ბათუმის ბულვარში სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი. მათ შორის იქნება ფრანების შოუ ზღვის სანაპიროზე, მოძრაობის თეატრის პანტომიმა, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ავიაშოუ ანბანის კოშკთან, ბალეტი ღია ცის ქვეშ და DJ საზაფხულო თეატრთან.
სპეციალურად სეზონის გახსნისთვის რეგიონში მოქმედ ყველა მუზეუმში, პეტრას ციხესა და გონიო აფსაროსის ციხე-მუზეუმში შესვლა იქნება უფასო....
ქედის მუნიციპალიტეტში ტურისტული მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მახუნცეთი-ზედა მახუნცეთის საავტომობილო გზის ათას 270 მეტრ მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი მოეწყობა. აშენდება ხელოვნური და დამცავი ნაგებობები. აღნიშნული გზით, სოფელში მცხოვრები 50 ოჯახი და ვიზიტორები შეძლებენ გადაადგილებას.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, გორი-ერგნეთის მიმართულებით 10-ს ნაცვლად 4-მა სამარშრუტო ტაქსმა უნდა იაროს. პროექტი უწყებამ საკრებულოს წარუდგინა დასამტკიცებლად.
"მერიის მიერ განხორციელდა დაკვირვება დადგენილი მარშრუტების მოსახლეობის საჭიროებებზე მისადაგების კუთხით, მათ შორის მგზავრთა ნაკადზე, რისი ანალიზის შედეგადაც გამოიკვეთა საჭიროება, რომ გორი ერგნეთის მიმართულებით მარშუტკების რაოდენობა შემცირდეს, რადგან შემცირებულია მგზავრთა რაოდენობა" , - წერია მერიის პროექტში.
აღნიშნულ საკითხზე საკრებულო 11 ივნისის სხდომაზე იმსჯელებს.
თბილისის მყარი ნარჩენების პროექტის ფარგლებში, „თბილსერვის ჯგუფი“, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების ჯგუფთან ერთად, რომელსაც დოქტორი ლუდვიგ შტრეფი ხელმძღვანელობს, მყარი მუნიციპალური ნარჩენების შემადგენლობის ანალიზის მეორე ეტაპს ახორციელებს.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, კვლევების პირველი ნაწილი, გასული წლის შემოდგომაზე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო.
„კვლევა მიზნად ისახავს, დადგინდეს თბილისში წარმოქმნილი მყარი მუნიციპალური ნარჩენების შემადგენლობა, რათა განისაზღვროს მყარი მუნიციპალური ნარჩენების სხვადასხვა ნაკადების ზუსტი რაოდენობა,...
გორის მუნიციპალიტეტის მერი მოადგილეების შერჩევისას რეკომენდაციებს ახალ სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად გადის. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
კონსტანტინე თავზარაშვილი აცხადებს, რომ ამ პროცესში სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის შეფასებებსა და მოსაზრებას ადრეც ითვალისწინებდა და ახალი მოადგილეების შერჩევისას ახლაც ანალოგიურად მოქმედებს.
"იგივეს ვაკეთებთ ახლაც, იცით, რომ ახალი გუბერნატორი გვყავს და ახალი მოადგილეების შერჩევისას მის რეკომენდაციებსაც ვისმენთ. მიმდინარეობს შერჩევა, რომელი კადრი იქნება უკეთესი. არის 4 კანდიდატურა და მათგან სულ მოადგილე...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































