გორის მერი: 4 კანდიდატურიდან მოადგილეებს ახალ სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად ვარჩევ

412

გორის მუნიციპალიტეტის მერი მოადგილეების შერჩევისას რეკომენდაციებს ახალ სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად გადის. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

კონსტანტინე თავზარაშვილი აცხადებს, რომ ამ პროცესში სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის შეფასებებსა და მოსაზრებას ადრეც ითვალისწინებდა და ახალი მოადგილეების შერჩევისას ახლაც ანალოგიურად მოქმედებს.

იგივეს ვაკეთებთ ახლაც, იცით, რომ ახალი გუბერნატორი გვყავს და ახალი მოადგილეების შერჩევისას მის რეკომენდაციებსაც ვისმენთ. მიმდინარეობს შერჩევა, რომელი კადრი იქნება უკეთესი. არის 4 კანდიდატურა და მათგან სულ მოადგილე მოვახდენთ დანიშვნას. აქედან 2 ჩვენ მუნიციპალიტეტშია დასაქმებული, 2 ჩვენთან არ მუშაობს”, -აღნიშნა გორის მერმა.

ინფორმაციისთვის, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე გორის მუნიციპალიტეტის მერი რადიო “მოზაიკას” გადაცემაში ისაუბრებს. გადაცემას “თვითმმართველობის დრო”, ფეისბუქის მომხმარებელი 15 ივნისს 22:00 საათზე ნახავს.