დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის მიერ ინიცირებულ „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს უყრიან კენჭს

479

პარლამენტის პლენარულ სესიაზე, დღეს ოპოზიციის მიერ წარმოდგენილ ამნისტიის კანონპროექტს კენჭს უყრიან. საკითხი სხდომაზე პირველი მოსმენით გავა.

ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ კანონპროექტის მათი ვერსია იმსახურებს მხარდაჭერას. განსხვავებული პოზიცია აქვთ მმართველ გუნდში, სადაც აცხადებენ, რომ ისინი მხარს არ დაუჭერენ ოპოზიციური პარტიების მიერ წარდგენილ პროექტს, რადგან მათი შეფასებით, ის არ შეესაბამება შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

ამნისტიის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ კანონპროექტს პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი 9 ივნისს დაუჭირა.