ნინო ლაცაბიძე: რუსთავის ახალი შესაძლებლობების გამოსავლენად, ქალაქს სჭირდება ახალი გენერალური განვითარების გეგმა

539

რუსთავის ახალი შესაძლებლობების გამოსავლენად, ქალაქს სჭირდება ახალი გენერალური განვითარების გეგმა,-  ამის შესახებ რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ნინო ლაცაბიძემ განაცხადა.

როგორც ნინო ლაცაბიძის განცხადებაშია აღნიშნული, მდგრადი ურბანული განვითარებისათვის აუცილებელია ქალაქმა დაიწოს ახალ გენგეგმაზე მუშაობა – თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ახალი თაობის დოკუმენტის შექმნა.

„მოსახლეობასთან შეხვედრების დროს იკვეთება პრობლემა, რომ ქალაქ რუსთავის მოქმედი გენგეგმა ქმნის გარკვეულ პრობლემებს და შეზღუდვებს, საკუთრებაში არსებული მიწის ფართები ვერც საკუთარი და ვერც ქალაქის ეკონომიკური განვითარებისთვის ვერ გამოიყენება.

ახალი მიწათსარგებლობის გენგეგმა უნდა ემსახურებოდეს ქალაქის (მოსახლეობის) ინტერესების დაცვას. მისი ძირითადი კონცეფცია დაფუძნებული უნდა იყოს მწვანე, შეკავშირებულ და კომპაქტურ მედეგ ქალაქზე. არ უნდა ჰქონდეს ადგილი ქალაქის ქაოტურ განაშენიანებას, სატრანსპორტო ქსელი უნდა მივუახლოვოთ ევროპულ ქალაქებს. ასევე უნდა შევძლოთ აღმოვფხვრათ ეკოლოგიური პრობლემები.

სწორედ ახალი გენგეგმა უნდა იყოს ის ათვლის წერტილი, საიდანაც რუსთავის ახალი შესძლებლობების ათვლა დაიწყება“, – განაცხადა ლაცაბიძემ.