გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, გორი-ერგნეთის მიმართულებით 10-ს ნაცვლად 4-მა სამარშრუტო ტაქსმა უნდა იაროს. პროექტი უწყებამ საკრებულოს წარუდგინა დასამტკიცებლად.
“მერიის მიერ განხორციელდა დაკვირვება დადგენილი მარშრუტების მოსახლეობის საჭიროებებზე მისადაგების კუთხით, მათ შორის მგზავრთა ნაკადზე, რისი ანალიზის შედეგადაც გამოიკვეთა საჭიროება, რომ გორი ერგნეთის მიმართულებით მარშუტკების რაოდენობა შემცირდეს, რადგან შემცირებულია მგზავრთა რაოდენობა” , – წერია მერიის პროექტში.
აღნიშნულ საკითხზე საკრებულო 11 ივნისის სხდომაზე იმსჯელებს.