ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებაში ქრთამის აღებისთვის გარემოს დაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი დააკავეს

343

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით,  ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსდ “გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის” დასავლეთის რეგიონალური სამმართველოს პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების ჯგუფის უფროსი დააკავეს.

“გამოძიებით დადგენილია, რომ “გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის” დასავლეთის რეგიონალური სამმართველოს პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების ჯგუფის უფროსი, სისტემატურად უწევდა მფარველობას ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებაში ჩართულ პირებს, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით უზრუნველყოფდა უსაბუთო ხის მასალის შეუფერხებლად გადაადგილებას და სანაცვლოდ თითოეულ ტრანსპორტირებაში ქრთამის სახით იღებდა 300 ლარს”, – წერია უწყების განცხადებაში.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.