წინა სტატია
"წარმატებული პროექტების ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენის მორიგი წარუმატებელი მცდელობა", - ასე უპასუხა მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელმა პეტრე ადამაძე ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გიგა შუშანიას, რომელმაც ქუთაისის მერია კორუფციაში დაადანაშაულა. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.
გიგა შუშანიას თქმით, მუნიციპალიტეტმა შპს "ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიაში" აქტივისტები დაასაქმა და ბიუჯეტი ხელოვნურად გაზარდა. ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ მერიას ახლა იმაზე ძვირი უჯდება მუნიციპალური...
ძველი უბნების რეაბილიტაცია ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. დედაქალაქის მერის თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
„ძველი თბილისი, ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლები არის ის განძი, ის მნიშვნელოვანი სიმდიდრე, რომელიც ქალაქს აქვს და ამ ქალაქში მცხოვრები თითოეული ადამიანი ამაყობს ამ ძეგლებით. დიდი ნაწილი არის მძიმე მდგომარეობაში და ის მიდგომები, რომელიც ჩვენ გვაქვს, რომ მთლიანად უბნების...
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის განვითარების ფონდი იწყებს ჯოვანი სკუდიერის ქუჩის კეთილმოწყობასა და მხატვრების პავილიონების მოწყობის სამუშაოებს.
„ჯოვანი სკუდიერის ქუჩაზე სამუშაოები დავიწყეთ. გვინდა, ამ კონკრეტული სივრცის მთლიანად განახლება. ეს არის დედაენის ბაღის ქვედა ტერიტორია, იუსტიციის სახლთან ახლო, რომელიც ძალიან მოუწესრიგებელი იყო. შესაბამისად, 9 მარტისა და დედაენის ბაღების განახლების შემდეგ, ამ სივრცის დატოვება ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც ახლაა, შეუძლებელი იქნებოდა. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება,...
ზონალურ-საათობრივი პარკირება კიდევ 1315 საპარკინგე ადგილზე დაინერგება. ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
„თანდათან იზრდება იმ ქუჩების რიცხვი, სადაც დაინერგა ზონალურ-საათობრივი პარკირება. თბილისში, ჯამში 5000-მდე საპარკინგე ადგილზე შესაძლებელია საათში 1 ლარად ავტომანქანის დაპარკინგება, რაც საკმაოდ კომფორტული აღმოჩნდა მძღოლებისთვის. შეირჩა კიდევ რამდენიმე ქუჩა, სადაც ამოქმედდება ზონალურ-საათობრივი პარკირება.
კერძოდ, საბურთალოს რაიონში, დოლიძის, ტეხურას, ბალანჩივაძეების, ასლანიდის, ბერბუკის, ალექსიძის, ბახტრიონის, ცინცაძის,...
თბილისის მერია ახალ პროგრამას იწყებს, რომელიც მიზნად ისახავს ქალთა სპორტისა და პარასპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარების ხელშეწყობას და მასობრივი სპორტის პოპულარიზაციას, ამასთან, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მიღწეული წარმატებისთვის ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გუნდებისა და კლუბების წახალისებას.
პროგრამის დეტალებზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
მისი თქმით, აღნიშნული პროგრამა დააფინანსებს 2021 წელს დაფუძნებულ, ქალთა და შშმ პირთა გუნდებს და კლუბებს, რომელთა იურიდიული მისამართი...
დასრულდა დედაენის და 9 მარტის ბაღების, მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდების, ასევე მათი მიმდებარე ტერიტორიის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც გასული წლის თებერვალში დაიწყო და ჯამში 20 მლნ 100 ათასი ლარი დაჯდა. ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო, მასშტაბური პროექტი, რომლის ფარგლებში განხორციელდა ამ ტერიტორიის, სრული, კაპიტალური რეაბილიტაცია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ჩატარდა ყველა სახის სამუშაო, ეს იქნება...
სოფელ თხინვალაში გიორგი ანწუხელიძის სახელობის სკვერი მოეწყობა. ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
„სოფელ თხინვალას მოსახლეობას მინდა მივმართო, განვიხილეთ თქვენი თხოვნა და დაკორექტირდა საპრივატიზაციო მიწის ნაკვეთი, კერძოდ, შემცირდა გასაყიდი მიწის ფართობი დაახლოებით 1500 კვ. მეტრით, რომელიც დარჩება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში. მოსახლეობასთან კონსულტაციის შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება და მინდა, დღეს დავავალო ვაკის რაიონის გამგებელს, რომ ამ ადგილას მოვაწყოთ გიორგი...
ხარვეზები სოციალურად დაუცველი ოჯახების ქულათა მინიჭების სისტემაში. რეგიონში ფინანსურ შემწეობას 12 ათას 264 ოჯახი იღებს. ამ ციფრს მიღმა კი ბევრი ისეთი მოქალაქეა დარჩენილი, რომლისთვისაც დახმარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. იმის გამო, რომ ძალიან ხშირად, ადამიანების ქონება და სარეიტინგო ქულები პროგრამულად, ხარვეზებით ითვლება, ისინი უთანასწორო გარემოში აღმოჩნდებიან. თეო ფუტკარაძე არკვევდა, რა პრობლემებია ქულათა მინიჭების ფორმულირებაში. ამ თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.
78 წლის გული...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 92-ე კმ-ზე არსებულ ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბებში, ზაფხულის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2021 წლის 17 ივნისის 00:00 სთ-დან 21 ივნისის 00:00 სთ-მდე, გვირაბის ქობულეთი-ბათუმის, ხოლო 23 ივნისის 00:00 სთ-დან 27 ივნისის 00:00 სთ-მდე, გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ქობულეთი-ბათუმის...
მწვანე ურბანული დაგეგმარების კუთხით ჩეხეთის წარმატებულ გამოცდილებას ქართველ კოლეგებს ჩეხი ექსპერტები გაუზიარებენ. ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან თანამშრომლობით, გამართავს პრეზენტაციასა და დისკუსიას „მწვანე ქალაქები და ურბანული დაგეგმარება: საერთო საკითხები ჩეხეთისა და საქართველოს გამოცდილებაში“.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში...
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, ზაფხულის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2021 წლის 22 ივნისის 00:00 საათიდან 24 ივნისის 00:00 საათამდე გვირაბის სენაკი-თბილისის, ხოლო 24 ივნისის 00:00 საათიდან 26 ივნისის 00:00 საათამდე გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.
საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო...
ქობულეთის სოფელ ბობოყვათში მოქალაქეები კვლავ საპროტესტო აქციას მართავენ და სანაპიროს გასწვრივ მიწების, აუქციონის წესით, გასხვისებას აპროტესტებენ. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
აქციის მონაწილეებმა ტერიტორია სიმბოლურად ხის ჯოხებით შემოსაზღვრეს. ამბობენ, რომ ინვესტორს აღნიშნულ მონაკვეთზე შესვლის უფლებას არ მისცემენ.
''ხელისუფლებისათვის მიცემული ერთკვირიანი ვადა ამოიწურა. ვითხოვდით შეხვედრას, რომელიც არ შედგა, ამიტომ გადავწყვიტეთ პროტესტის ამ ფორმისთვის მიგვემართა,'' - განაცხადა აქციის მონაწილემ.
''ვითხოვთ სამართლიანობის აღდგენას'' და...
ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია დასრულდა. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.
ბათუმის მერიის ინფომაციით, ადგილზე, ამჟამად, ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს. უწყების ცნობით, ქუჩების კეთილმოწყობისთვის, ბიუჯეტიდან, 2 მილიონ 700 ათას ლარზე მეტია გათვალისწინებული.
ქუთაისში, კიკვიძის ქუჩაზე საყრდენი კედლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
სამუშაო პროცესი ქალაქის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, მერის მოადგილემ იუზა უგულავამ და ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა ბექა ყურაშვილმა მოინახულეს.
კიკვიძის ქუჩის მეორე ჩიხის #19-თან საყრდენი კედელის მოწყობა თებერვლის თვეში მომხდარი სტიქიის შედეგად გახდა აუცილებელი, სამუშაოებისთვის თანხა- 255 000 ლარი სტიქიის ფონდიდან გამოიყო.
„კიკვიძის ქუჩაზე საყრდენი კედლის დაზიანება მოსახლეობისთვის გარკვეულ...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კიკეთის ტყეში ტყის ეროვნული აღრიცხვის საველე სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრტცელებს.
დავითაშვილის თქმით, ქვეყნის მასშტაბით, ტყის ეროვნული აღრიცხვის ბოლო საველე სამუშაოები ქვემო ქართლის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთისა და კახეთის რეგიონებში და თბილისის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.
„დასასრულს უახლოვდება ტყის ეროვნული აღრიცხვის საველე სამუდაცვისა და სოფლის მეურნეობისშაოები, რომელიც პირველად ტარდება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნებობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს განაგრძობს. ხობის მუნიციპალიტეტში, დამშრობ სისტემას რეაბილიტაცია უტარდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნებობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სარემონტო-საექსპლუატაციო ღონისძიებები ხობი-უტორას დამშრობ მასივზე მიმდინარეობს. სოფელ პირველ ხორგაში ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან ჯამში 7100 მეტრი სიგრძის სხვადასხვა კატეგორიის შემკრები და კოლექტორული არხები იწმინდება.
,,ჩატარებული სამუშაოები მუნიციპალიტეტში 75 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































