გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნებობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს განაგრძობს. ხობის მუნიციპალიტეტში, დამშრობ სისტემას რეაბილიტაცია უტარდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნებობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სარემონტო-საექსპლუატაციო ღონისძიებები ხობი-უტორას დამშრობ მასივზე მიმდინარეობს. სოფელ პირველ ხორგაში ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან ჯამში 7100 მეტრი სიგრძის სხვადასხვა კატეგორიის შემკრები და კოლექტორული არხები იწმინდება.
,,ჩატარებული სამუშაოები მუნიციპალიტეტში 75 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურებას აღადგენს. დამშრობ ქსელზე მიმდინარე სამუშაოები, რომელსაც კომპანია საკუთარი ძალებით ახორციელებს ივლისის ბოლოს დასრულდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.