ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია დასრულდა. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.
ბათუმის მერიის ინფომაციით, ადგილზე, ამჟამად, ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს. უწყების ცნობით, ქუჩების კეთილმოწყობისთვის, ბიუჯეტიდან, 2 მილიონ 700 ათას ლარზე მეტია გათვალისწინებული.