კალაძე: სოფელ თხინვალაში გიორგი ანწუხელიძის სახელობის სკვერი მოეწყობა

358

სოფელ თხინვალაში გიორგი ანწუხელიძის სახელობის სკვერი მოეწყობა. ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„სოფელ თხინვალას მოსახლეობას მინდა მივმართო, განვიხილეთ თქვენი თხოვნა და დაკორექტირდა საპრივატიზაციო მიწის ნაკვეთი, კერძოდ, შემცირდა გასაყიდი მიწის ფართობი დაახლოებით 1500 კვ. მეტრით, რომელიც დარჩება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში. მოსახლეობასთან კონსულტაციის შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება და მინდა, დღეს დავავალო ვაკის რაიონის გამგებელს, რომ ამ ადგილას მოვაწყოთ გიორგი ანწუხელიძის სახელობის სკვერი. როგორც იცით, გიორგი ანწუხელიძე ხშირად სტუმრობდა სოფელ თხინვალას, სადაც მისი დედა, ლილი ანწუხელიძე ცხოვრობდა. ჩვენი ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის შვილებს – ლევანს და ანას დღესაც აქვთ სახლი თხინვალაში და მათ ექნებათ შესაძლებლობა, დაისვენონ გმირი მამის სახელობის სკვერში. ამისთვის მომზადდება პროექტი და სამუშაოები წლის ბოლოსკენ დაიწყება“, – განაცხადა კახა კალაძემ.