ლევან დავითაშვილი: ტყის ეროვნული აღრიცხვით მიღებული ინფორმაცია მნიშვნელოვანი იქნება სატყეო პოლიტიკის სწორად წარმართვისთვის

408

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კიკეთის ტყეში ტყის ეროვნული აღრიცხვის საველე სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრტცელებს.

დავითაშვილის თქმით, ქვეყნის მასშტაბით, ტყის ეროვნული აღრიცხვის ბოლო საველე სამუშაოები ქვემო ქართლის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთისა და კახეთის რეგიონებში და თბილისის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.

„დასასრულს უახლოვდება ტყის ეროვნული აღრიცხვის საველე სამუდაცვისა და სოფლის მეურნეობისშაოები, რომელიც პირველად ტარდება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში და პოსტსაბჭოთა სივრცეში. ტყის ეროვნული აღრიცხვა გერმანული მხარის დახმარებით ხდება. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი გრანტის ფარგლებში, მომზადდა მეთოდოლოგია, მოხდა თანამშრომლების გადამზადება და დაიწყო საველე სამუშაოების განხორციელება – საქართველოს ტყეების დეტალური აღრიცხვა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ტყის მართვის განვითარებისთვის, ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასებისთვის, ზუსტი სტატისტიკის არსებობისთვის, სწორი პოლიტიკის გატარებისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისთვის. აღსანიშნავია, რომ ის გამოცდილება, რომელიც საქართველში ყალიბდება ტყის ეროვნული აღრიცხვის მიმართულებით, შეგვიძლია გავუზიაროთ მეზობელ ქვეყნებს, რომელთა მხრიდან დაინტერესება უკვე არსებობს. საველე სამუშაოების დასრულების შემდგომ მიღებული და დამუშავებული ინფორმაცია მნიშვნელოვანი იქნება სატყეო პოლიტიკის მართვისთვის. ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება საზოგადოებისთვისაც“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ტყის ეროვნული აღრიცხვის საველე სამუშაოები 2019 წელს დაიწყო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, დაიწყება მიღებული მონაცემების ანალიზი, რაც სახელმწიფოს მისცემს სარწმუნო მონაცემებს საქართველოს ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების შესახებ, ასევე,შესაძლებელი იქნება, განხორციელდეს ტყის რესურსების ცვლილებების მონიტორინგი.ტყის ეროვნულ აღრიცხვას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.