აჭარის ძირითადი ტურისტული ადგილების გაციფრულება მიმდინარეობს. აჭარის ტურიზმის დეპარამენტის მოწვევით, რეგიონს Google-ის ოფიციალური წარმომადგენლები ფოტოგრაფებთან ერთად სტუმრობენ. აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს. როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, 10 დღის განმავლობაში ისინი ბათუმს, ქობულეთს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, რეგიონის ეროვნულ პარკებსა და მუნიციპალიტეტებში არსებულ ძირითად ტურისტულ მიმართულებებს იღებენ. შედეგად, Google-ის მომხმარებლებს ძველი ბათუმის ქუჩებსა და აჭარის ტურისტულად მიმზიდველ ადგილებში ვირტუალურად შეეძლებათ იმოგზაურონ. გარდა...
რა ვქნა, რაც მოხდა, მოხდა, წუხილს გამოვთქვამ, - ასე უპასუხა 89-ე საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე მაია განჯაევამ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის გივი მიქანაძის შეკითხვას, რომელიც 89-ე უბანზე დაფიქსირებულ დარღვევებს ეხებოდა. პარლამენტში 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს, სადაც მარნეულში, 89-ე უბანზე დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით მსჯელობენ. სხდომაზე შეკითხვები შეეხებოდა იმას, თუ სად დაიკარგა 83 ბიულეტენი და რატომ დაფიქსირდა...
ე.წ.ოცნების ქალაქის მშენებლობა დეკემბერში დასრულდება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოები პანდემიის ფონზეც, შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით, უწყვეტად მიმდინარეობს. მათი ინფორმაციით, ამავე დროს, აჭარის მთავრობამ პროექტის მეორე ეტაპის განხორციელება დაიწყო, რაც მთლიანი ტერიტორიის დაგეგმარებას, სწორ ურბანულ განვითარებას, საგანმანათლებლო, საცხოვრებელი და რეკრეაციული სივრცეების შექმნას გულისხმობს. „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე ბუნებრივია არ არსებობს ცენტრალური წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელი, რომლის პროექტირება/მშენებლობის...
„ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე დარეჯან ცხვიტარია, ხელისუფლებას უნიათობაში და უმოქმედობაში ადანაშაულებს. როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, ქალაქი წელსაც ტურისტულ სეზონს მოუმზადებელი ხვდება. მისივე თქმით, მალთაყვის სანაპირო ზოლის მშენებლობა 8 წლის წინ დაიწყო და პროექტი ჯერ კიდევ არ არის დასრულებული. „უნიათო და არაფრის მაქნისი ხელისუფლება 8 წელიწადია მალთაყვის სანაპირო ზოლს აკეთებს და დღემდე გაუკეთებელი დარჩა. ინფრასტრუქტურის რამდენი მინისტრიც შეიცვალა, იმდენჯერ სამშენებლო კომპანია...
სენაკის მუნიციპალიტეტში, შხეფის ისტორიულ ციხემდე მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა. შესრულებულ სამუშაოებს დღეს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია მოადგილეებთან და სენაკის მერთან ერთად გაეცნო. ისტორიულ ძეგლის ტურისტული დატვირთვა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება. შხეფის ციხესიმაგრე შუა საუკუნეების ძეგლია, თუმცა მშენებლობის ადრეული ფენები მეოთხე საუკუნით თარიღდება. დღესვე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, მის მოადგილეებთან ერთად სენაკისა და ხობის საკრებულოს წევრებს და...
ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების, სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარება-პოპულარიზაციისა და ფიზიკურ აქტივობებში მოსახლეობის ჩართულობის გაზრდის მიზნით, შუახევში სპორტულ ინფრასტრუქტურას აწყობენ. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. რეაბილიტაცია ახლა ხიჭაურისა და  ჭვანის სპორტული მოედნებს უტარდება. ჯამში კი მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტრუსი განახლებისთვის 125 000 ლარამდე თანხა დაიხარჯება.
video
ხულოს მუნიციპალიტეტში ტურისტული მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს. საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი გოდერძის უღელტეხილი-მწვანე ტბა-დიდაჭარის 4 ათას 250 მეტრ მონაკვეთზე მიმდინარეობს. იგეგმება, არმირებული წესით, ცემენტო-ბეტონის საფარის დაგება. ამ ეტაპზე, საყრდენი კედლების, სანიაღვრე არხების და პორტალებით მილების მოწყობა ხორციელდება. რეაბილიტირებული გზით, მწვანე ტბიდან შავ ტბამდე ვიზიტორები და ადგილობრივები კომფორტულ გადაადგილებას შეძლებენ.
ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას სახელობის ბიბლიოტეკის ასაშენებლად ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ ლაივპრესი წერს. მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ მიიღო სესხი აზიის განვითარების ბანკისგან "საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამა თანაბარი განვითარებისთვის" პროგრამის განსახორციელებლად და ამ სახსრების ნაწილი გამოყენებულ იქნება "ზვიად გამსახურდიას სახელობის ახალგაზრდული ცენტრის, საპრეზიდენტო ბიბლიოთეკისა და მუზეუმის მშენებლობა ქ.ზუგდიდში". შესყიდვის ღირებულება 12 824 350.00 ლარია. ბიბლიოთეკა მეორე საჯარო სკოლის გვერდით მდებარე ყოფილი...
გულგუნ მამედხანოვას მარნეულის მერიის“ახალგაზრდა იდეების კონკურსში“ გამარჯვებული პროექტი „მართე ნარჩენები, დაიცავი გარემო“ს ფარგლებში განხორციელებული წერის კონკურსი დასრულდა. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს. კონკურსი 5 ივნისს, მოსფლიო გარემოს დაცვის დღესთან დაკავშირებით, გულგუნ მამედხანოვამ და რაჰიბ სეიდოვმა დააორგანიზეს. კონკურსში 3 გამარჯვებული გამოვლინდა. გარემო, არსებული პრობლემები და მათი მოგვარების გზების თემაზე, გულლუ ალიევას და ჯანან ბოზმამედოვას მიერ დაწერილი მასალები ფეისბუქზე ლაიქების მეშვეობით გამოვლინდნენ. ზეინაბ...
დღეს, 18 ივნისს, საკრბულოს სხდომაზე მარნეულის მუნიციპალიტეტის 2021 წლის პირველი კვარტლის ანგარიში წაადგინეს. საკითხი განსახილველად მერიის საფინანსო საბიუჯერო სამსახურის უფროსმა, ვუგარ მამედოვმა გამოიტანა, აღნიშნა, რომ პირველ კვარტალში, სამ თვეში, ადგილობრივმა თვითმმარველობამ 5 547 000-მდე ლარი გაიხარჯა. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს. „აქედან შრომის ანაზღაურებაზე 875 039 ლარი, სუბსიდიის მუხლით 2 116 000 ლარი, გრანტის მუხლით 45 000 ლარი, სოციალური უზრუნველყოფის...
10 ივნისს მარნეულს ისრაელის ელჩი რაიან გიდონი ეწვია. ისრაელის ელჩის გამასპინძლებისათვის მარნეულის მუინიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ოთხი გამარტივებული შესყიდვა გააფორმა. მერიას ისრაელის საელჩოს წარმომადგენლების გამასპინძლება 2 931 ლარი დაუჯდა. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს. ადგილობრივმა თვითმმართველობამ ელჩის ვიზიტის გამო ქალაქ მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, დროშები შეცვალა. ინდმეწარმე „ედუარდ ტუნიანისაგან“ მერიამ სხვადასხვა ზომის საქართველოს, ისრაელის და ევროკავშირის დროშები, 1 213 ლარად და 50...
შპს „საქართველოს მელიორაცია“ რეგიონებში სარეაბილიტაციო-ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს. ამჯერად სამელიორაციო სამუშაოები ახმეტის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. საქართველოს გარემოს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სოფელ ხორხელში გამავალი სისტემა, სადაც ამ დროისთვის 630 მმ-იანი ქსელი იცვლება, ზემო ალაზნის სარწყავი სისტემიდან იკვებება. წყალსადენის სარემონტო სამუშაოების დროს შეიცვლება დაზიანებული მილსადენის მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც ხელს შეუწყობს წყალმომარაგების საიმედოობას, საგრძნობლად შეამცირებს დანაკარგებს. შედეგად 130 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება...
გორის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი საბავშვო ბაღის ახალი შენობა გაიხსნება. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით მიმდინარეობს, რაზეც მილიონ ლარამდე იხარჯება. "სოფელ ხელთუბანში სააღმზრდელო დაწესებულებას სრული რეაბილიტაცია უტარდება. ახალ შენობაში სწავლას 200 - მდე აღსაზრდელი შეძლებს. ახალი საბავშვო ბაღი 6 ჯგუფზეა გათვლილი და თანამედროვე სტანდარტებს დააკმაყოფილებს. დაგეგმილია როგორც შენობის სრული განახლება და კომუნიკაციების მოწყობა, ასევე, ეზოს მოწესრიგება", - ნათქვამია გორის მერიის...
ველისციხის რეაბილიტაციის პროექტი დასრულდა და სამუშაოების შესრულებაზე ტენდერი უკვე გამოცხადდა. რეაბილიტაციის ბიუჯეტის პროექტი 30 000 მილიონი ლარია. ამის შესახებ ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. პროექტი კომპანია „ამხანაგობა 21“-მა მოამზადა, ხოლო პროექტის დამკვეთი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდია, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ველისციხეში საზოგადოებრივი პარკის, თეატრის შენობისა და დაახლოებით 55 სახლის რეაბილიტაცია იგეგმება, რომელიც ერთი საფეხმავლო ქუჩის გარშემოა. ცენტრალური ქუჩა...
მარნეულის 89-ე საარჩევნო უბნის კომისიის წევრი, ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ასლიდარ გუმბათოვი აცხადებს, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების დღეს, საარჩევნო ოქმს კომისიის წევრებმა, მათ შორის თვითონ ხელი ისე მოაწერეს, რომ ბიულეტენები არ დაუთვლიათ. ამის შესახებ ასლიდარ გუმბათოვმა პარლამენტში, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც დღეს მარნეულის 89-ე საარჩევნო უბანზე დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით...
საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც კომისია მარნეულის 89-ე საარჩევნო უბნის კომისიის წევრების და მარნეულის საოლქო კომისიის თავმჯდომარისგან ახსნა-განმარტებებს ისმენს, ერთ-ერთმა რეგისტრატორმა, ილჰამ ისმაილოვმა განაცხადა, რომ მან არ იცოდა, თუ საარჩევნო ოქმზე ხელი უნდა მოეწერა, ამიტომ მისი ხელმოწერა ოქმზე არ არის. საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის კითხვაზე, თუ რატომ არ მოაწერა მან ხელი საარჩევნო ოქმზე, რეგისტრატორმა უპასუხა, რომ ის კომისიის წევრი იყო,...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ